სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ — საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
STEM მიმართულებით (ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) მოსწავლეებში ინტერესის გაღრმავებისთვის და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შექმნილ STEM სკოლაში სწავლა დაიწყო.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, უკვე 201 მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს STEM მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა და მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული განათლება.
აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესი ერთწლიანია და ის ორ მოდულად ტარდება. პირველი მოდული უკვე დაიწყო და ივნისის ბოლოს დამთავრდება, მეორე მოდული კი 15 სექტემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით გაიმართება.
სკოლაში მოსწავლეთა დიდი ნაწილი რეგიონიდანაა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათობით, პლატფორმა თიმსის მეშვეობით ტარდება.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით იღებენ იმ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას, რომელიც შემდგომში დაეხმარება მათ, კიდევ უფრო მეტად გაიღრმაონ ცოდნა და საკუთარი მომავალი STEM მიმართულებას დაუკავშირონ.
"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ნათელ მომავალს ქმნის განათლება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, უზრუნველყოს მოსწავლეები ახალი შესაძლებლობებით, განათლების მიღებისთვის საჭირო რესურსებით და დააინტერესოს ისინი მომავლის პროფესიებით. კომაროვის სკოლასთან ერთად, ჩვენ არაერთ პროექტზე ვიმუშავეთ, თუმცა STEM სკოლის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილმა ინტერესმა დაგვანახა, რომ ჩვენ სწორ დროს, სწორ ინიციატივას ვახორციელებთ. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი მოსწავლე შეძლებს სიღრმისეულად დაეუფლოს მომავლის მიმართულებებს და მიიღოს ხარისხიანი განათლება", — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის გადაწყვეტილებით, პროექტის ფარგლებში სკოლაში ადგილების რაოდენობა 150-დან 201-მდე გაიზარდა.
საქართველოს ბანკის ინიციატივით კი რეგიონში მცხოვრებ 60 მოსწავლეს, რომლებმაც მისაღებ გამოცდაში უმაღლესი ქულები დააგროვეს, სწავლა სრულად უფინანსდებათ.
STEM სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები