იუპიტერის გარეშე, შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლე არ ყოფილიყო
ახალმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ იუპიტერსა და დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციას შორის კავშირია. სიმულაციების სერიაში მეცნიერებმა აჩვენეს, რომ დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელიც ბრუნავს მარსსა და იუპიტერს შორის, დედამიწის ორბიტის შეუცვლიდა და მას მზის სისტემიდან გატყორცნიდა.
ასეთი მოვლენა დედამიწას მზისგან, სიცოცხლის წყაროსგან დააშორებდა და ბუნებრივია ჩვენც აღარ ვიარსებებდით.
საბოლოო ჯამში, ექსპერიმენტმა ხაზი გაუსვა, თუ როგორ თამაშობს მზის სისტემის უდიდესი გაზის გიგანტი, იუპიტერი, გადამწყვეტ როლს მისი მიმდებარე პლანეტების ორბიტების სტაბილიზაციაში. ჰიპოთეტური სცენარი განიხილებოდა, როგორც UC Riverside ექსპერიმენტის ნაწილი.
დამატებითი პლანეტა ჩვენს მზის სისტემაში
UC Riverdale-ის თანახმად, ახალი ექსპერიმენტი პლანეტარული მეცნიერების ორი მნიშვნელოვანი ხარვეზის აღმოსაფხვრელად შეიქმნა.
ხარვეზებიდან პირველი ის არის, რომ არ არსებობს შუალედი დედამიწის მსგავს პატარა პლანეტებსა და გაზის გიგანტებს შორის, როგორიცაა ნეპტუნი და იუპიტერი.
"სხვა ვარსკვლავურ სისტემებში არის ბევრი პლანეტა მასის ამ უფსკრულით. ჩვენ მათ სუპერ-დედამიწებს ვუწოდებთ", — განმარტა UCR ასტროფიზიკოსმა სტივენ კეინმა.
მეორე უფსკრული დაკავშირებულია იმასთან, რომ მარსსა და იუპიტერს შორის პლანეტები არ არაა. როგორც კეინმა აღნიშნა, "პლანეტოლოგებს ხშირად სურთ, რომ რაღაც იყოს ამ ორ პლანეტას შორის. ეს სივრცე ტყუილად იფლანგება".
ჩვენს მზის სისტემაში დამატებითმა პლანეტამ შეიძლება ბევრი რამ გამოავლინოს იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ. რომ არა ეს ხარვეზები მზის სისტემაში, პლანეტებზე ბევრად მეტი გვეცოდინებოდა.
მზის სისტემა "რთული საათის მექანიზმების მსგავსად" მუშაობს
იმისათვის, რომ ინფრომაცია მოეპოვებინა, კეინმა მოწინავე კომპიუტერული სიმულაციები ჩაატარა, რა დროსაც მარსსა და იუპიტერს შორის პლანეტა სხვადასხვა მასით იყო წარმოდგენილი.
სიმულაციების შედეგებმა აჩვენა, რომ მარსსა და იუპიტერს შორის არსებული პლანეტა ჩვენზე ცუდად იმოქმედებდა. ასეთი პლანეტა არსებობის შემთხვევაში მზის სისტემის ორბიტის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და რაც საბოლოოდ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენას ხელს შეუშლიდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ასტრონომს სურდა დამატებით პლანეტის აღმოჩენა, კარგია, რომ ის არ ასებობს", — თქვა კეინმა.
ახალი აღმოჩენები აჩვენებს, რომ გაზის გიგანტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ პლანეტების ორიბტების სტაბილიზაციის მხრივ. გარდა იმისა, რომ იუპიტერი გვიცავს მასიური ასტეროიდებისაგან თავისი წარმოუდგენლად ძლიერი გრავიტაციული ველით, მან, შესაძლოა ხელი შეუწყო დედამიწის სტაბილიზაციას სასიცოცხლო ორბიტაზე.
"ჩვენი მზის სისტემა რთული მექანიზმია და აქ დიდ როლს იუპიტერი თამაშობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დედამიწაზე სიცოცხლეს გარკვეულ წილად სწორედ ამ გიგანტს უნდა ვუმადლოდეთ", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები