მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები

7 Mar. 2023, 17:56

კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოხმაურება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ანტიქართული კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების დიდ ნაწილს გავლენის აგენტის დამაკნინებელ და ანტიდემოკრატიულ სტატუსს ანიჭებს და მათი კონტროლის თვითნებურ მექანიზმებს ითვალისწინებს, შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან და საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებულ მისწრაფებებთან.

ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობის და სოციალური თანასწორობის გარანტიაა. სწორედ ევროპული ოჯახის წევრობა გახდის შესაძლებელს დევნილი და ორივე მხარეს კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების უსაფრთხოების, უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის გაძლიერებას. მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიული, ინკლუზიური და ეკონომიურად ძლიერი საქართველო შეიძლება იყოს სანდო ალტერნატივა გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის. მშვიდობა და მისი მშენებლობა ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპია და სწორედ ევროპული ოჯახის წევრობა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების გარანტიები იქნებოდა ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი.

მოვუწოდებთ ქართულ ოცნების ხელისუფლებას უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვაზე. ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს აქტიური საშინაო და საგარეო პოლიტიკური პროცესი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და დააბრუნოს საქართველოს უსაფრთხოების და სამშვიდობო პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსული "გიპერგლობუსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ეს კომპანია…