რომან გოცირიძე

7 Mar. 2023, 17:39

მე გკითხეთ, ევროპაში არის 50 სახელმწიფო, ამ 50 სახელმწიფოში სად მოქმედებს მსგავსი კანონი? თქვენ მიპასუხეთ, ევროკავშირი აპირებს მიღებასო. ევროკავშირი თუ ამ კანონის მიღებას აპირებს, რატომ გეუბნებათ, არ მიიღოთ ეს მოღალატური კანონიო? ცოტა კვალიფიციურად იცრუეთ, ქე მაინც. როგორც იტყვიან გაჭირვებულს ქვა აღმართი მიეწიაო და მიგეწიათ ეს ქვა. ორიოდე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენი სპორტული კლუბების, დინამოთა და სხვათა განცხადებების გამო, რომლებმაც დაგმეს ეს კანონი, სოლიდარობა გამოუცხადეს ამ კლუბებს ესპანეთის საფეხბურთო კლუბებმა, ბარსელონამ, მადრიდის რეალმა და ოსასუნამ. აი, ეს გინდოდათ თქვენ. 

ამ კითხვით რომან გოცირიძემ რუსული კანონის ერთ-ერთ ინიციატორს, გურამ მაჭარაშვილს მიმართა. პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დაჩქარებულად დაიწყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…