ღია სივრცე

7 Mar. 2023, 15:07

ღია სივრცე | ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი ეწინააღმდეგება საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებას! ჩვენი ცენტრი სახელმწიფოსგან სრულად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და სწორედ დასავლური დონორების მიერ ფინანსდება. ეს ინფორმაცია არასოდეს ყოფილა დაფარული და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. სახელმწიფოსთვის ცნობილია ორგანიზაციების დაფინანსების ნებისმიერი წყარო და რაოდენობა, დაფინანსებული პირების ვინაობაც და მოტივაციაც.

ნათელია, რომ ხელისუფლება ხალხის მოტყუებას ცდილობს, როცა კანონს, გამჭვირვალობის სახელით ნიღბავს, სინამდვილეში კი, კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილის მოსასპობად და რეპრესიული პოლიტიკის გასამყარებლად იყენებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ მოპოვებულ და კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევანს დემოკრატიული, თავისუფალი, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ; საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს და გვართმევს განვითარების შესაძლებლობას.

ამ კანონის მიღების შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება აგენტებად გამოცხადებული პროფკავშირების, მედიის, კვლევითი ცენტრების, დამოუკიდებელი კულტურული სივრცეების, სათემო და უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების არსებობა, რომელთა მიზანიც ჩვენი საზოგადოების სუსტი და ჩაგრული ჯგუფების დაცვას და მხარდაჭერას და გაძლიერებას წარმოადგენს.

მოვითხოვთ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონის მიღების პროცესი, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამოა ჩვენი ქვეყნისთვის და ემსახურება საკუთარი მოქალაქეების დევნასა და შევიწროვებას!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…