ბიომგრძნობიარე ტატუ, რომელიც სისხლში შაქრის დონის ცვლილებისას ფერს იცვლის
ფოტო: FLUID INTERFACES
პირველი ან მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანმა ყოველთვის უნდა იცოდეს მის სისხლში არსებული შაქრის დონე. ამ პროცესს დიდი დრო მიაქვს და საკმაოდ ინვაზიურია - როგორც წესი, ადამიანმა თითზე სპეციალური მოწყობილობით უნდა იჩხვლიტოს, სისხლი გამოიდინოს და სატესტო ფირფიტაზე დაადოს.
არსებობს სხვა გზაც, მაგრამ არც ესაა მთლად სასიამოვნო და მარტივი - მოწყობილობა კანქვეშ თავსდება, რომელიც სისხლში არსებულ შაქრის დონეს მუდმივად ზომავს და ინფორმაციას გარე მოწყობილობას გადასცემს.
მკვლევართა გუნდმა ჰარვარდიდან და MIT-იდან საინტერესო ალტერნატივა შემოგვთავაზეს. სპეციალური მელნის გამოყენებით, მათ ბიომგრძნობიარე ტატუ გამოიგონეს, რომელიც ფერს სისხლში არსებული შაქრის დონის მიხედვით იცვლის.
მას DermalAbyss-ის მელანი ეწოდება. გამოგონება ჯერ-ჯერობით ტესტირების ფაზაშია და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის.
ტატუს შეუძლია გიჩვენოთ როგორც მჟავიანობის დონეები, ასევე სისხლში არსებული ნატრიუმისა და გლუკოზის კონცენტრაცია.
გლუკოზის მომატების შემთხვევაში მელანი ყავისფერი გახდება, ხოლო ზედმეტი ნატრიუმის შემთხვევაში - მწვანე. მეწამული და ვარდისფერი მჟავიანობის დონის ცვლილებაზე მიუთითებს.
„DermalAbyss-ის მელანი წარმოადგენს ახალ მიდგომას ბიოინტერფეისებთან, რომელშიც სხეულის ზედაპირი გადაიქცევა ინტერაქტიულ ეკრანად“, ასე ხსნის გუნდი თავის პროდუქტს სარეკლამო ვიდეოში
დინამიკური მელანი პირდაპირ სისხლს არ არის „ჩაჭიდებული“. ის ქსოვილურ სითხეს აკონტროლებს - სუბსტანცია, რომელიც გარს აკრავს ცხოველების ქსოვილურ უჯრედებს. წყალი, იონები და სხვა ხსნადი ნივთიერებები - მარილების, შაქრის, ცხიმების, ამინომჟავებისა და ჰორმონების ჩათვლით - კაპილარებში ამ სითხის გავლით მოძრაობს.
ტატუ ამჯერად ღორის კანზე დაიტესტა, რომელიც ძალიან წააგავს ჩვენს კანს. ის მუშაობს, თუმცა საბოლოო დასკვნისთვის კლინიკური კვლევებია საჭირო. გასარკვევია, არსებობს რამე ალერგიული რეაქციები, რაც ადამიანებს მელნის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ?
ყველაფრის მიუხედავად, მაინც სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ტატუ დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემის გადაწყვეტის ახალი და ელეგანტური გზაა. რა თქმა უნდა, მეთოდი მაინც ინვაზიურია, მაგრამ მხოლოდ პირველ ჯერზე.
მკვლევარები ამბობენ, რომ ამ მელნით ნებისმიერი ფორმის ტატუს გაკეთება შეიძლება. ასე რომ, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი გმირი დაიხატოთ, ან ფრაზა წაიწეროთ და თან სისხლიც იკონტროლოთ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები