როგორი იქნება კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი
სინათლის გამოყენებით კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი სულ უფრო რეალური ხდება. ერთი შეხედვით აქამდე ბევრი გვაშორებდა, მაგრამ ახალი მიღწევის გამო მას საკმაოდ მივუახლოვდით. ამ გარღვევას აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერებს უნდა ვუმადლოდეთ, რის შედეგადაც მიზანს რამდენიმე ნაბიჯით დავუახლოვდით.
როგორ იმუშავებს მეთოდი? სიმსივნის მახლობლად LED განათების გააქტიურებით ირთვება სპეციალური ბიოთერაპიული პრეპარატები. ეს უაღრესად მიზანმიმართული, უფრო ეფექტური და ზუსტია, ვიდრე არსებული იმუნოთერაპია.
ანტისხეულების ფრაგმენტებს შეუძლიათ შექმნან კოვალენტური კავშირი თავიანთ სამიზნეებთან
"კიბოს ამჟამინდელი მკურნალობა, როგორიცაა ქიმიოთერაპია, კლავს კიბოს უჯრედებს, მაგრამ ასევე შეიძლება დააზიანოს ჯანსაღი უჯრედები, როგორიცაა სისხლისა და კანის უჯრედები", — თქვა ექიმმა ამიტ საჩდევამ, UEA-ის ქიმიის სკოლიდან, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
ამიტის თქმით, ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მათ შორის თმის ცვენა, დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება. სწორედ ამიტომ არსებობს ძალიან დიდი სურვილი, შეიქმნას ახალი მკურნალობის მეთოდი, რომელიც უფრო მიზანმიმართული იქნება და მსგავსი გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება.
ახლა უკვე შემუშავებულია ანტისხეულები და ანტისხეულების ფრაგმენტები კიბოს სამკურნალოდ. UEA-ს გუნდმა დააპროექტა "ერთ-ერთი პირველი ანტისხეულის ფრაგმენტი, რომელიც აკავშირებს და ქმნის კოვალენტურ კავშირს თავის სამიზნესთან — კონკრეტული ტალღის სიგრძის ულტრაიისფერი შუქით დასხივებისას", — აღნიშნულია განცხადებაში.
ეს იქცევა წამლის მოლეკულებად, რომლებიც სიმსივნეზე კონცენტრირდება. მკურნალობა კარგად იმუშავებს კანის კიბოსთვის და სხვა სიმსივნის მქონე ადამიანებისთვის, გარდა ლეიკემიისა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ ანტისხეულები სიმსივნურ უჯრედებზე თავდასხმის მიზნით. კანის კიბოს შემთხვევაში, ეს პირდაპირ კანზე პატარა LED ნათურების გამოყენებით მოხდება, რომლებიც შეიძლება დაინერგოს სიმსივნის ადგილზე სხეულის შიგნით. ეს საშუალებას მოგვცემს კიბოს მკურნალობა იყოს უფრო ეფექტური და მიზანმიმართული.
საჩდევამ აღნიშნა, რომ მკურნალობა იმუშავებს ისეთი კიბოსთვის, როგორიცაა კანის სიმსივნე, მაგრამ არა სისხლის კიბოსთვის, როგორიცაა ლეიკემია.
თუ კვლევის შემდეგი ეტაპი კარგად წარიმართება, "შემდეგი თაობის" მკურნალობას მწვანე შუქი ხუთიდან ათ წელიწადში აენთება.
კვლევა ჟურნალ Nature Chemical Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები