გიორგი გახარია

17 თებ, 2023

ამ გადამწყვეტ მომენტში, საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა თავისი მარიონეტებით, მათი მეშვეობით გაგვიხსნა დისკუსია, საერთოდ გვინდა კი ევროპა? ფაქტობრივად უარს გვეუბნება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე. უბრალოდ, მას არ უნდა ასეთი ევროპა, რომელიც შეზღუდავს მის უკონტროლო და უკანონო ძალაუფლებას. მას ავიწყდება, რომ ევროპული მომავლისთვის ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი.

ერთი მხრივ, ოცნება, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ სახელმწიფო თურმე ბიძინა ივანიშვილია და ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მისი ფული იყოს დაცული. მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობა გვეუბნება, რომ სახელმწიფო სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არ არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე საქართველოს მომავალს ივანიშვილის ან სააკაშვილის სახელს უკავშირებს.

ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა. ეს სახელმწიფო ქართველი ხალხის არის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპულ მომავალს უკავშირდება. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მიზნით. რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება გონიერი, ფრთხილი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. სინამდვილეში ოცნების ვითომ მშვიდობიანი და ფრთხილი პოლიტიკა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, დაუცველებს, ნამდვილი მეგობრების გარეშე გვტოვებს პირისპირ რუსეთთან.

სამწუხაროდ, დღეს საქართველო ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებად იქცა. ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების, არამედ, პირველ რიგში, უიმედობის გამო. [...]

ივანიშვილისა და "ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს და ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად, თამამად, ვაჟკაცურად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა.

ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლებისა და წუწუნის დრო, დღეს მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ჩვენ უბრალოდ შოკირებულები ვართ" — თემურ თათარაშვილი ერეკლე გეწაძის მიერ რუსეთის დროშის შეურაცხყოფაზე12790 ნახვა
  2. სენატორი სტივ დეინსი: "მკაცრად მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან"7800 ნახვა
  3. გენპროკურორმა გაბიტაშვილმა პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეების პროკურორები დააჯილდოვა4411 ნახვა
  4. სალომე ზურაბიშვილი: ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში — "პოლიციელ" დგებუაძეს სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა4097 ნახვა
  5. დაკავებამდე ერთი დღით ადრე, The Guardian-მა გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა — რას წერს ბრიტანული გამოცემა?2243 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მწერალი ტეილორ ჯენკინს რიდი ბისექსუალად დაქამინგაუთდა

ცნობილი ამერიკელი მწერალი ტეილორ ჯენკინს რიდი ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ბისექსუალად დაქამინგაუთდა. არაერთი ბესტსელერის…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~