ყველამ ვიცით, რომ დედამიწის გარშემო ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი გადაადგილდება. ესაა მთვარე, რომელიც ღამის ცაზე ყველაზე კაშკაშა და თვალწარმტაცი ობიექტია. მზის სისტემის მასშტაბით კიდევ მრავალი ასეთი ციური სხეულია, რომელიც ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში არსებულ პლანეტებსა და ჯუჯა პლანეტებს უმშვენებს გვერდს.

ამ ტესტში სწორედ მათი რაოდენობა უნდა გამოიცნო.

ტესტი: გამოიცანი, რამდენი თანამგზავრი მოძრაობს მზის სისტემის ამა თუ იმ პლანეტის ირგვლივ

ტესტის დაწყება

1 / 10 მაშ ასე, დავიწყოთ. რამდენი ბუნებრივი თანამგზავრი მოძრაობს მზესთან ყველაზე ახლომდებარე მერკურის გარშემო?

2 / 10 მარსის თანამგზავრების რაოდენობას თუ გამოიცნობ?

3 / 10 ვენერაზე რას იტყვი?

4 / 10 რამდენი თანამგზავრი აქვს მზის სისტემის უშორეს პლანეტა ნეპტუნს?

5 / 10 როგორ ფიქრობ, რამდენი თანამგზავრია უმშვენიერესი სატურნის ირგვლივ?

6 / 10 ახლა კი იუპიტერის თანამგზავრების რაოდენობა გამოიცანი

7 / 10 ურანის თანამგზავრებზე რას იტყვი?

8 / 10 ჯუჯა პლანეტებიც არ დავივიწყოთ. რამდენი თანამგზავრი აქვს პლუტონს?

9 / 10 ჯუჯა პლანეტა ცერერაზე რას იტყვი?

10 / 10 დაბოლოს, რამდენი თანამგზავრი აქვს სიდიდით მეორე ჯუჯა პლანეტა ერისს?

იტვირთება...
ერთი წუთით...