გასულ კვირას ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრციდან ოთხი ამოუცნობი ობიექტი ჩამოყარეს.

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის, განცხადებით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ საჰაერო სივრციდან პარასკევსა და შაბათს ჩამოყრილი მფრინავი ობიექტები საჰაერო ბურთები იყო.

შუმერმა კომენტარი მანამ გააკეთა, სანამ აშშ კვირას კიდევ ერთ ობიექტს ჩამოაგდებდა. მას არ დაუკონკრეტებია, რომ ობიექტები ჩინეთს ეკუთვნოდა, თუმცა აღნიშნა, რომ პეკინი "ბურთების გუნდს" იყენებდა, რომელიც, "სავარაუდოდ, მთელს მსოფლიოშია მოფენილი".

საგულისხმოა, რომ აშშ-მა 4 თებერვალს ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთი გაანადგურა, ამიტომ საკითხს იგი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა შუმერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ აღნიშნული ობიექტები ორიგინალ ბურთზე გაცილებით პატარებია და ბოლომდე მისი ანალოგიური არ არის.

უკანასკნელი მათგანი პილოტებმა კვირას ჩამოაგდეს ჰურონის ტბის თავზე, კანადის საზღვართან ახლოს.

იხილეთ: აშშ-მა მეოთხე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო

კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დაადასტურა, რომ განსხვავებული ობიექტი შაბათს იუკონის თავზე, კანადის ჩრდილო-დასავლეთში, ჩამოაგდეს ამერიკული F-22 გამანადგურებელი თვითმფრინავით.

ობიექტების ჩამოყრის ქრონოლოგია

ერთი დღით ადრე ამერიკის სამხედრო ძალებმა უცნობი ობიექტი ალასკაზე ჩამოაგდო. შუმერმა, რომელსაც ცნობები ეროვნული თავდაცვის მრჩეველმა მიაწოდა, განაცხადა, რომ სავარაუდო სადაზვერვო ბუშტები უკვე წლებია ფუნქციონირებს, კონგრესმა კი უნდა გამოიძიოს, რატომ დასჭირდა აშშ-ს ამდენი დრო ამის გასაგებად.

შუმერმა დასძინა ისიც, რომ ჩინეთი "შეურაცხყოფილი" გახლდათ მას შემდეგ, რაც "ტყუილში გამოიჭირეს". ჩინეთს მისი კომენტარებისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია, თუმცა აქამდე უკვე უარყო, რომ თვის დასაწყისში ჩამოგდებულ ბუშტს სათვალთვალო მიზნებით იყენებდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.