ვოლვო ქარ კავკასიის წარმატებული 2022 — კომპანიამ წელი 50%-იანი ზრდის მაჩვენებლით დახურა
ფოტო: ვოლვო ქარ კავკასია
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ ვოლვო ქარ კავკასიამ, რომელიც 4 ქვეყანაში ოპერირებს, 2022 წლის გეგმა 35%-იანი გადაჭარბებით შეასრულა და წლის ბოლოს, ჯამში, 50%-იანი ზრდა აჩვენა.
პანდემიისგან დატოვებული გრძელვადიანი გლობალური პრობლემებისა და რეგიონში მიმდინარე ომით გამოწვეული ლოგისტიკური გამოწვევების მიუხედავად, უპრეცედენტოა კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი, რომელიც 2022 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში — 27%-ით, სომხეთში — 200%-ით, ხოლო უზბეკეთში 125%-ით გაიზარდა.
2022 წლის მნიშვნელოვან პროექტებზე, მთავარ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი გაგა კოხრეიძე საუბრობს.
ფოტო: ვოლვო ქარ კავკასია
"2022 წლის დასაწყისში მიწოდების პრობლემებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ისიც საეჭვო იყო, შევძლებდით თუ არა გეგმის შესრულებას. თუმცა არსებული შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ — საუკეთესო წელი გვქონდა.
საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს ბიზნესის განვითარების კუთხითაც, რაც ბრენდის აუდიტის სტანდარტების შედეგებშიც აისახა. შევძელით და VOLVO-ს მიერ გაწერილი 150 პუნქტი სერვისებისა და გაყიდვების მიმართულებით 100 პროცენტით შევასრულეთ. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა იმ სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, რომლებსაც შვედეთის ცენტრალური ოფისი ითხოვს".
2022 წელს ვოლვო ქარ კავკასიამ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი დაიწყო — VRE (Volvo Retail Experience) სტანდარტის შოურუმების მშენებლობა საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომელიც ახალ პარტნიორებთან ერთად განხორციელდება. აღნიშნული შოურუმების პროექტი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მასში შესაბამისი მოცულობის ინვესტიციაცაა ჩადებული. მხოლოდ საქართველოში მისი მოცულობა 15 მილიონი ლარია.
ფოტო: ვოლვო ქარ კავკასია
ასევე გასულ წელს კომპანიამ საბოლოო დასტური მიიღო ავტოინდუსტრიისა და ვოლვოს მთავარ ტრენდზე — ელექტრომობილების იმპორტზე. რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის მეორე ნახევრიდან რეგიონში უკვე შესაძლებელი იქნება სრულად ელექტრიფიცირებული მოდელების მიწოდება.
ფოტო: ვოლვო ქარ კავკასია
"XC40 და C40 — ესენია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელები დღეს ბაზარზე, რომლებსაც სრული დამუხტვის შემთხვევაში 440 კმ-მდე დაფარვა შეუძლიათ და 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. აღნიშნული პროექტი ბევრი მიმართულებითაა მოგებიანი და სასარგებლო. რეგიონში საკმაოდ დიდი გადასახადებია შიგაწვის ძრავიან ავტომობილებზე მაშინ, როცა, მაგალითად, უზბეკეთში ელექტრომობილების იმპორტზე აქციზისა და დღგ-ს გადასახადი მთლიანად მოხსნილია. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ბაზარზე ელექტრომობილების შეყვანა ყველაზე მოგებიანი იქნება. ამასთანავე, ტრენდზე გაზრდილია მოთხოვნა საქართველოშიც პრემიუმ სეგმენტში და ზოგადად საავტომობილო სფეროში.
გასულ წელს საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნა დამუხტვად ე.წ plug-in ჰიბრიდ XC90 და XC60 მოდელებზე. ჩვენც ეს ნიშა დავიჭირეთ, რამაც გაამართლა და 2021 წელთან შედარებით დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები 82%-ით გავზარდეთ", — ამბობს გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი.
როდესაც გლობალური ბიზნესის 2022 წლის გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ყველა შემთხვევაში უნდა შევეხოთ ორ მთავარ ფაქტორს — პანდემიის მემკვიდრეობას და რუსეთის ომს უკრაინაში. პანდემიის გამოწვევებს ვოლვო ქარ კავკასიამ ყველაზე თამამი ნაბიჯით უპასუხა. ჯერ კიდევ 2021 წელს კომპანიამ მომხმარებელს პირველი ციფრული მაღაზია შესთავაზა, რაც გასულ წელსაც აქტუალური იყო და მომსახურების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი — პროცესებს მარტივად წარმართვა მნიშვნელოვნად განაპირობა.
"ონლაინმაღაზიები რეგიონის ოთხივე ქვეყანაში ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილის 360 გრადუსით დათვალიერება და შეძენა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია.
თუმცა ავტომობილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ე.წ touch&feel — ახლა მომხმარებელს დაბრკოლებების გარეშე შეუძლია ჩაეწეროს ტესტდრაივზე და ვოლვოს სასურველი მოდელები გამოცადოს.
დიდი გამოწვევა იყო ომი უკრაინაში და გაზრდილი ლოგისტიკური ვადები. უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია EMEA-ს რეგიონში. ომის დაწყებისთანავე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მიწოდების შეფერხება და ფინანსური არასტაბილურობა იყო. ჩვენ მოვახერხეთ ამ გამოწვევების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აღმოფხვრა და ალტერნატიულ გზებზე გადასვლა", — ამბობს გაგა კოხრეიძე.
კომპანიაში არსებობის მეოთხე წელს ოპტიმისტურად უყურებენ და შედეგების გაუმჯობესებასაც ვარაუდობენ. ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს კი გრძელვადიანი სტრატეგია და 2023 წლის სამოქმედო გეგმა იძლევა, რომლის მთავარი მიმართულებები აქტიური მარკეტინგული კამპანიები, პროექტების დიგიტალიზაცია და ელექტრომობილების მომავალია. დიდი გეგმების შესრულებას კი საიმედო პარტნიორი სჭირდება. სწორედ ამიტომ ვოლვო ქარ კავკასიამ მიიღო გადაწყვეტილება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ბაზარზე — აზერბაიჯანში პარტნიორი კომპანიის შეცვლასთან დაკავშირებით. ახალი პარტნიორისგან – "არალ ავტოსგან" კი გაყიდვების გაორმაგებას ელოდებიან.
"Volvo Cars 2025 წლისთვის ავტომობილების 50%-ს — მხოლოდ ჰიბრიდულს, ხოლო მეორე ნახევარს სრულად ელექტრიფიცირებულს აწარმოებს. 2030 წლისთვის კი მხოლოდ სრულად ელექტრიფიცირებული მოდელების წარმოებაა დაგეგმილი.
2023-იდან ყოველი წელი ახალი, სრულად ელექტრიფიცირებული ვოლვოს წარდგენის წელი იქნება. ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ამ მიზნის მისაღწევად. სწორედ ამიტომ დამუხტვადი ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების წილი საგრძნობლად გავზარდეთ.
ჩვენი მიზანია, რომ 2023 წელს არ გადავუხვიოთ არსებულ მიმართულებას და მაქსიმალურად ვეცადოთ, შევქმნათ ნამდვილი შვედური გამოცდილება და მომხმარებელს რეგიონის ოთხივე ქვეყანაში მივაწოდოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. გვეყოლება ელექტრომანქანები, იმედი გვაქვს, რომ ლოგისტიკური პრობლემები თავს აღარ იჩენს და გვექნება დამატებით ორი სრულფასოვანი შოურუმი, რაც აუცილებლად გაზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას და, შესაბამისად, გაყიდვებსაც", — ამბობს გაგა კოხრეიძე.
-
უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
გადახედვა
-
"საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში "საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
"ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო "ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო
გადახედვა
-
თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
-
ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
გადახედვა
-
თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა
გადახედვა
-
"ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა "ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება
გადახედვა
-
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
კომენტარები