მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა
ექვსი ძრავით აღჭურვილმა მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. The Roc-ი, პარასკევს დილით აფრინდა სამხრეთ-აღმოსავლეთ კალიფორნიიდან. ამით თვითმფრინავმა თავისი ზომის საფრენი აპარატისთვის ფრენის ხანგრძლივობის მხრივ რეკორდი მოხსნა. მან ზედიზედ 6 საათი იფრინა.
Stratolaunch-ის მიერ შექმნილი, The Roc არის გადამზიდავი თვითმფრინავი, რომლის ფრთები უფრო გრძელია, ვიდრე ფეხბურთის მოედანი. თუმცა, თვითმფრინავი არ არის მძიმე ტვირთის გადამზიდავი. ის ცდებს რაღაც ძალიან განსხვავებულის გასაკეთებლად ახორცილებეს — მისი მიზანია ჰიპერბგერითი დატვირთვის შემოწმება.
ეს არის მეცხრე სატესტო ფრენა კომპანიისთვის, თუმცა მხოლოდ მეორე სატესტო ფრენაა, რა დროსაც თვითმფრინავმა ტალონ-A ჰიპერბგერითი სატესტო მანქანა მაღლა აიყვანა. სწორედ ეს არის მთავარი ამბავი.
რა არის Talon-A?
Talon-A არის რაკეტაზე მომუშავე მრავალჯერადი გამოყენებადი სატესტო მანქანა, რომლის სიგრძეა 8,5 მეტრია, ხოლო სიგანე 3,4 მეტრი. სატესტო მანქანა განთავსებულია თვითმფრინავის ცენტრალური ფრთის ქვეშ
Talon-A-ზე შეიძლება დამონტაჟდეს სხვადასხვა კვლევითი ტვირთი. სატესტო მანქანას ასევე აქვს საკუთარი სადესანტო მოწყობილობა, რომლის აღდგენა და ხელახლა გამოყენება შესაძლებელია. ამასთან, ცენტრალური ფრთის დიდი ზომა ნიშნავს, რომ Roc-ს შეუძლია ერთდროულად სამი Talon-A ატაროს.
ახლახან დასრულებული ფრენა იყო ერთგვარი ტესტი, სადაც Talon-A აიყვანეს ცაში. შემდეგომში მოწყობილობას სიმაღლიდან დაუშვებენ.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი მხოლოდ 6 860 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, მან იფრინა ექვსი საათის განმავლობაში, რაც მისი ყველაზე ხანგრძლივი ფრენაა. ეს დიდი პროგრესია, ვიდრე The Roc-ის ბოლო ფრენა Talon-A-ით, რომელიც მხოლოდ 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ზებგერითი გაშვება, როგორც სერვისი
ეს ბოლო წარმატება გზას უხსნის Stratolaunch-ს, რათა განხორციელდეს შემდეგი გეგმა — ჰიპერბგერითი ფრენის უსაფრთხო განცალკევება. კომპანიამ, რომელიც მაიკროსოფტის თანადამფუძნებელმა პოლ ალენმა შექმნა, დააპროექტა The Roc, რათა თანამგზავრების დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაშვება შესძლებოდა. ეს დაახლოებით ისე, როგორც Virgin Orbit აკეთებს, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი სტრატოსფეროს მიაღწევს.
თუმცა, კომპანიის მომავალი ეჭვქვეშ დადგა მისი პირველი ფრენის შემდეგ. ამას მოჰყვა პოლ ალენის სიკვდილი და პრობლემებმა იმატა. თუმცა, გამოჩნდა Cerberus Capital Management, რომელმაც კომპანია შეიძინა და ფოკუსირდა ჰიპერგერით ტესტირებებზე.
თავდაცვის დეპარტამენტმა (DoD) Stratolaunch-სთან კონტრაქტი დადო და ამან ჰიპერბგერითი ფრენის სერვისები მოიცვა. კონტრაქტის მიხედვით, Stratolaunch უზრუნველყოფს მომსახურებას, რომელიც ასახავს ჰიპერბგერით საფრთხეებს. ამას გამოიყენებენ საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად და განვითარებისთვის.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, უშუალოდ მექანიზმს წლის ბოლოსთვის გამოცდიან.
კომენტარები