აშშ სატრანსპორტო სექტორის სრულად დეკარბონიზაციას გეგმავს
აშშ-ის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, საცხოვრებელი და ურბანული განვითარების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მთელი სატრანსპორტო სისტემის დეკარბონიზაცია. სტრატეგიის მიხედვით ქვეყანა 2050 წლისთვის სათბურის ემისიებს ტრანსპორტის სექტორიდან სრულად აღმოფხვრის.
"შიდა ტრანსპორტის სექტორი გეგმავს მკვეთრად შეამციროს ემისიები, რომლებიც აჩქარებს კლიმატის ცვლილებას", — თქვა აშშ-ს ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ მ. გრანჰოლმმა განცხადებაში.
აშშ-ს სათბური გაზების ემისიების ძირითადი წილი ტრანსპორტზე მოდის
გეგმა აძლიერებს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების შესახებ. შედეგად უნდა აღსრულდეს პრეზიდენტის ჩანაფიქრი — უზრუნველყოს 100 პროცენტით სუფთა ელექტრო ქსელი 2035 წელს და მიიღწეს ნახშირბადის ნულოვანი ემისია 2050 წლისთვის".
"DOE [ენერგეტიკის დეპარტამენტი] მზად არის განახორციელოს ეს გეგმა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად. შედეგად ყველა ამერიკელი იგრძნობს სუფთა ტრანსპორტის სარგებელს", — თქვა გრანჰოლმმა.
სატრანსპორტო ქსელი, რომელიც მოიცავს მგზავრობის ყველა რეჟიმს (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) შეადგენს შიდა სათბური გაზების ემისიების მესამედს.
კარგად დაგეგმილი სტრატეგია აუცილებელია ყველა ტრანსპორტის დეკარბონიზაციისთვის
გეგმა შედგება სამმხრივი მიდგომისგან. უპირველეს ყოვლისა, ეს მოიცავს სერვისების განლაგებას იქ სადაც დასახლებული პუნქტებია.
მეორე, ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ყველა სატრანსპორტო საშუალების ეფექტურობის გაუმჯობესებაა. მესამე, მწვანე ვარიანტებზე გადასვლა ნულოვანი ემისიის მანქანებისა და საწვავის გამოყენებით.
მსგავს სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს კარგი დაგეგმარებით, რაც მოიცავს სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებას, როგორიცაა ელექტრო მანქანები, წყალბადი და მდგრადი საწვავი. ამასთან, საჭირო იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.
ეს ყველაფერი საბოლოოდ 2050 წლისთვის ნახშირბადის წმინდა ნულოვანი ემისიის მისაღწევად ხდება. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები