2022 წელი კოსმოსთან დაკავშირებული სიახლეებით ნამდვილად დახუნძლული იყო. მათ შორის, ასტრონომიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, გასული თვეების ერთ-ერთი ვარსკვლავი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გახლდათ. მან ფუნქციონირება დაიწყო და სამყაროს ისეთი სიღრმეები დაგვანახა, რომელთაც სხვა ობსერვატორიებით ასეთ დეტალებში ვერ დავაკვირდებოდით.

ამის მიუხედავად, 2022 წელი მხოლოდ ვების გარშემო სულაც არ ტრიალებდა, რადგან გასულ პერიოდში კიდევ მრავალი საინტერესო რამ მოხდა. მაგალითად, განხორციელდა ისეთი მისიები, რომლებსაც დიდი ხანი ველოდით და მათი წარმატებაც ვიხილეთ. NEXT.On.ge, ტრადიციულად, კოსმოსური სიახლეების სადარაჯოზე იდგა და მკითხველს ყველა მნიშვნელოვან ამბავს აცნობდა.

თუ მათ თქვენც თვალს ადევნებდით და ვების მომდევნო ფოტოსა თუ კოსმოსური მისიების შედეგებს მოუთმენლად ელოდით, მაშინ ამ ტესტის გაკეთება არ გაგიჭირდებათ. მასში 2022 წელში თავმოყრილი მთავარი მიღწევებისა და ამბების შესახებ კითხვები დაგხვდებათ, თქვენ კი სავარაუდო პასუხებიდან ერთი უნდა აარჩიოთ.

ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს 2022 წლის მთავარი კოსმოსური სიახლეები?

ტესტის დაწყება

1 / 12 მაშ ასე, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული რომელი სურათი ვიხილეთ პირველად?

2 / 12 2022 წლის 27 სექტემბერს NASA-მ ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი განზრახ შეაჯახა. რა იყო ამის მიზანი?

3 / 12 გაიხსენე, მზის სისტემის რომელი პლანეტა არაა ჯეიმს ვების მიერ გადაღებული?

4 / 12 კარგად დააკვირდი ფოტოს და მითხარი, რას ხედავ? მინიშნების სახით გეტყვი, რომ ამ ობიექტის ხილვას დიდი ხანი ველოდით

5 / 12 ნოემბერში კოსმოსში მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა Space Lunch System გაუშვეს. რომელი მისიის ფარგლებში მოხდა ეს?

6 / 12 NASA-ს მიერ მარსზე გაშვებულმა რომელმა აპარატმა შეწყვიტა ფუნქციონირება 2022 წლის დასასრულს?

7 / 12 რა ჰქვია ჩვენთვის ცნობილ ყველაზე შორეულ ვარსკვლავს, რომელიც ჰაბლმა აღმოაჩინა? მოგვიანებით ის ვების ობიექტივშიც მოხვდა

8 / 12 ასტრონავტებისთვის შექმნილი რომელი აპარატი გაფრინდა 2022 წელს მისია Apollo 13-ის ხომალდ Odyssey-ზე შორს?

9 / 12 რომელი ქიმიური ნაერთი დააფიქსირა ვებმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ისტორიაში პირველად?

10 / 12 ეს ფოტო 2022 წელს ვიხილეთ. რითაა გამორჩეული სურათზე ნაჩვენები მცენარე?

11 / 12 აშშ-სა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, 2022 წელს რომელმა ქვეყანამ აღმოაჩინა მთვარის ახალი მინერალი?

12 / 12 დაბოლოს, მითხარი, მზის სისტემის რომელ პლანეტაზე დადგა ახალი წელი 2022 წლის 26 დეკემბერს?

იტვირთება...
ერთი წუთით...