კახა კალაძე

28 Dec. 2022, 14:59

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ პოპულარული. ამისთვის მთლიანად შევცვალეთ ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი. დედაქალაქს, დაახლოებით, 600 ერთეული ავტობუსი ჰყავდა. აქედან 400 მუშაობდა ხაზზე, დანარჩენი სათადარიგო იყო. დღეს დედაქალაქს ჰყავს 800 ერთეული ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსი. ასევე, განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ თქვენ თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც დღეს ხდება დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ცხადია, გეტყვით, რომ არა, არ ვარ კმაყოფილი.

პირველი, ჯერ რეფორმა არ დასრულებულა და მეორე — ჩვენ ვართ გარდამავალ ეტაპზე. დღეს გავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ ეტაპს, ყველანაირი თვალსაზრისით. არ იფიქროთ, გამოვდივართ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ვამბობთ, რომ მანქანები გააჩერეთ და აუცილებლად გადადით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. არა, მეგობრებო, ეს თქვენი ნებაა. ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანის უფლებაა — იმგზავრებს კერძო ავტომობილით, ავტობუსით, მიკროავტობუსით, მეტროთი, ეკომეგობრული ტრანსპორტით, ველოსიპედით თუ გადაადგილდება ფეხით. ეს თქვენი არჩევანია. უბრალოდ, ერთ რამეს ვპირდები თბილისის მოსახლეობას, რომ ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული იქნება. ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას, რაც გვაქვს — გვჭირდება 18-მეტრიანი ავტობუსების დამატება და ვაპირებთ, რომ ისინი 2023-2024 წლებში შევისყიდოთ, ახალი ავტობაზის მშენებლობის პარალელურად. ასევე, კონკრეტულ მეტროსადგურებში გვაქვს გამოწვევა. ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს

"ტვინის კონფიდენციალურობის" ცნებას, ალბათ, უკვე კარგად უნდა გაეცნოთ, რადგან მალე იქნებ წარსულის გადმონაშთადაც…