კახა კალაძე

26 Dec. 2022, 16:32

ოპოზიციაში საერთოდ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან და წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ მიმართულებით. რაც შეეხება საცობებს, თბილისში, განსაკუთრებით პიკის საათებში, ფიქსირდება კერძო ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი. 2012 წლამდე, დაახლოებით, 180 000- მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეს, პიკის საათებში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და წარმოიდგინეთ, ეს რიცხვი მუდმივად მზარდია. ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება.

რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ ერთი რამ — საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. ამისთვის ვმუშაობთ, ამისთვის ვაკეთებთ ამდენ გამზირს, ქუჩას. იხაზება და კეთდება შესაბამისი ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს კომფორტულად გადაადგილება. ახალს არაფერს ვიგონებთ. ვაკეთებთ იმას, რაც განვითარებულმა ქალაქებმა თავის დროზე გააკეთეს, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის

PSP-მ იტალიური ბრენდის Curasept-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის აღიარება…