გიორგი გახარია

23 Dec. 2022, 17:43

დღეს საქართველოში არის ისეთი მომენტი, ისეთი პერიოდი, რომ, მე გპირდებით ამას, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება. ვინ სად იდგა, ვინ რას აკეთებდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა, ეს არსად გაქრება და პასუხისმგებლობის პერსონალიზებაც მოხდება ერთმნიშვნელოვნად. ეს ასე იქნება. ისტორია სიცარიელე ვერ იტანს. დღეს წყდება ბედი, უახლოესი ერთი-ორი წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევებისა და შეცდომების, რომლებიც ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ დაუშვა.

იმის მაგივრად, რომ შეცდომებს ვასწორებთ, რადგან ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა დღეს, შემთხვევით, ჩვენი დამსახურებით კი არა, უბრალოდ გაჩნდა გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომ ამ ქვენამა მოიგოს 20-30 წელი. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობების ეს ფანჯარა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს ასე სწრაფად, არ იქნებოდა. ერთი მხრივ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები და მეორე მხრივ, ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, რომ ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ.

რა თქმა უნდა, ამ პირობებში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული. ისტორია ამას შეაფასებს. აგერ ნახავთ. მე დარწმუნებული ვარ ამაში. ვიღაცა რომ გამოდის, მაგალითად და იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 85% სრული კონსენსუსია, სად უნდა იყოს საქართველო და არის საქართველოს მომავლის ადგილი და უცბად ჩნდება შემთხვევით შესაძლებლობა, რომ ეს შენი ადგილი გამოიყენო და დრო, წლები მოუგო ისტორიას, წლები მოუგო და უფრო სწრაფად მიაღწიო ამ მიზანს, ვიღაც გამოდის იდიოტი, ბოდიში, ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა. აბა, იმ 85% ადამიანებს ჰკითხოს, უნდათ ასეთი ევროპა თუ არა, უნდათ ასეთი არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო მთავრობა, უნდათ?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…