მეტავერსის პრობლემები მძიმდება — Meta ჯონ კარმაკმა დატოვა
თამაშების ლეგენდარულმა დეველოპერმა, Facebook VR-ის ლიდერმა, Doom-ის შემქმნელმა, ჯონ კარმაკმა Meta-ს მრჩევლის თანამდებობა დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზებზე სოციალურ ქსელში ისაუბრა.
Facebook-ის პოსტში კარმაკმა გაასაჯაროვა გათავისუფლების განცხადების შემცველი მეილი, რომელიც კომპანიას მიწერა. ამის მიზეზად დეველოპერმა დაასახელა ის, რომ წერილმა ინტერნეტში ნაწილობრივ მაინც გაჟონა.
"ეს ჩემი VR დეკადის დასასრულია", — ვკითხულობთ კარმაკის წერილში
წერილში ნათქვამია, რომ კომპანიის მუშაობის ამჟამინდელი ეფექტურობა მხოლოდ ნახევარია იმისა, რაც კარმაკს გააბედნიერებდა. ეს შენიშვნა აშკარად მარკ ცუკერბერგს მიემართება, რომლის ჯიუტ პოლიტიკასაც მეტავერსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პროფესიონალი, მათ შორის წარსულში ჯონ კარმაკიც აკრიტიკებდა.
ასევე იხილეთ: სკეპტიციზმი, დაბნეულობა, იმედგაცრუება: მარკ ცუკერბერგის მეტავერსის გამოწვევები
აქვე ვკითხულობთ, რომ Facebook-ში გატარებული ათი წლის განმავლობაში, დეველოპერმა ვერ შეძლო, ისეთი გავლენა ჰქონოდა, როგორიც მას სურდა და ამაში ნაწილობრივ საკუთარ თავსაც ადანაშაულებს: მან დალასიდან სან ფრანცისკოში გადასვლაზე უარი თქვა, როცა Facebook-მა VR ჩაფხუტის მწარმოებელი კომპანია Oculus შეიძინა.
"მე შემეძლო Oculus-ის შეძენის შემდეგ მენლო პარკში გადავსულიყავი და მებრძოლა ლიდერთა თაობებთან, თუმცა პროგრამირებით ვიყავი დაკავებული და მიმაჩნდა, რომ ამ საქმეში არ გამოვდგებოდი და მაინც დავმარცხდებოდი", — ვკითხულობთ კარმაკის პოსტში (სავარაუდოდ, აქაც მარკ ცუკერბერგს გულისხმობს)
დამარცხების შეგრძნებითა და იმედგაცრუებით სავსე ეს წერილი Meta-სთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი უნდა იყოს, რადგან ჯონ კარმაკი კომპანიის და, ზოგადად, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული კადრია.
კომენტარები