Touch22 სტარტაპებისთვის 5 000 ევროს ღირებულების პრიზს აწესებს
Touch Summit, 2022 წლის ღონისძიების ფარგლებში აუდიტორიას სთავაზობს ახალ გამოცდილებას, რუსთაველის თეატრში ღონისძიების პარალელურად 7-8 დეკემბერს გაიმართება Startup Exhibition და Pitching.
გამოფენის ფარგლებში შეირჩევა 30 სტარტაპი, საიდანაც გადარჩეულ 10 სტარტაპს ექნება შესაძლებლობა თავიანთი თავი წარუდგინონ თაჩის აუდიტორიასა და სპეციალურად ფიჩინგისთვის შერჩეულ ჟიურის.
ჟიური გამოავლენს 3 სტარტაპს, რომელიც წარსდგება რუსთაველის მთავარ სცენაზე.
შერჩეული სამი სტარტაპიდან, ჟიური აირჩევს 1 სტარტაპს, რომელსაც გადაეცემა Kettari Foundation-ის მიერ დაწესებული პრიზი, 5 000 ევროს ოდენობით.
სტარტაპების შერჩევის კრიტერიუმებია:
- სტარტაპ ექსპოზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტარტაპი იყოს ტექნოლოგიური;
- აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სტარტაპს ჰქონდეს MVP (Minimum viable product );
- ამარტივებდეს ან ბაზარს სთავაზობდეს პრობლემის სრულად მოგვარების გზას;
- იყოს ინოვაციური ქართული ბაზრისთვის.
სტარტაპების რეგისტრაცია 30 ნოემბრამდე გრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.
შეგახსენებთ, რომ Touch22 7 და 8 დეკემბერს იმართება რუსთაველის თეატრში. ეს ორი დღე დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება სემინარებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი ინსპირაციით, გართობით და საღამოს წვეულებებით.
Early Bird ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ვებგვერდზე — https://touch.ge/summit/tickets
კონფერენციის მხარდამჭერებისა და მედია პარტნიორების სია იხილეთ ვებგვერდზე.
კომენტარები