საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ცივი ჯაჭვის რეგიონული კონფერენცია გაიმართება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი აგრომიმართულების პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის პარტნიორობით, 29-30 ნოემბერს, სასტუმრო შერატონში "ცივი ჯაჭვის" რეგიონული კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, საქართველოს სამაცივრე მეურნეობების და ლოგისტიკის ასოციაციასთან (GCSLA) ერთად ახორციელებს.
ღონისძიება აგრო ექსპორტის მიმართულების განვითარების შესაძლებლობებს ეხება. მომხსენებლები სწორად მოყვანილი კენკრის და ხილ-ბოსტნის ჯანსაღ კონდიციაში შენახვის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტზე გატანის საკითხებზე ისაუბრებენ. კონფერენციაზე 5 ძირითადი თემა იქნება განხილული:
- ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის სტანდარტები - აუცილებელი ნაბიჯი ცივი ჯაჭვის განვითარებისთვის;
- ცივი ჯაჭვის რგოლები - მონაწილეების კოოპერაციის მოდელები;
- ცივი ჯაჭვის განვითარებაში შესაბამისი ასოციაციების როლი;
- მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა სექტორისთვის;
- საექსპორტო ბაზის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ "ცივ ჯაჭვში" ჩართული კომპანიები და ორგანიზაციები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. ღია დისკუსიების ფორმატი ცივი ჯაჭვის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და გამოავლინონ საექსპორტო ვაჭრობის კუთხით პარტნიორობის შესაძლებლობები.
ღონისძიებას 100-მდე ორგანიზაცია და კერძო პირი დაესწრება. ესენი არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლები; ექსპორტიორები; ასოციაციები; სოფლის განვითარების სააგენტო და საცალო ქსელის ობიექტების წარმომადგენლები.
"საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, გაზარდონ გაყიდვები, გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების განვითარების ღონისძიებას. „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია, ეს არის დამსწრე აუდიტორიისთვის კარგი შესაძლებლობა გამოცდილების გაზრდის და ცოდნის გაღრმავების მიმართულებით. კონკრეტულად, ეს ეხება იმას, თუ როგორ შეძლოს მიმწოდებელმა ექსპორტზე პროდუქტის სწორად და ჯანსაღ მდგომარეობაში გატანა. რაც ცხადია, მოწინავე პრაქტიკის გათვალისწინება ორმაგად გაზრდის მომხმარებელს და ექსპორტზე გატანილ პროდუქციას. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად მხარი დავუჭიროთ მსგავს პროექტებს", — განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
ცნობისთვის, ცივი ჯაჭვი ლოგისტიკური ზომების კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ ტემპერატურასა და სხვა პარამეტრებს, რომლებიც აუცილებელია პროდუქტის სწორად შენახვისთვის და მისი გადაადგილებისთვის წარმოებიდან მომხმარებლამდე.
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
კომენტარები