NEXT.On.ge-ის ჟურნალისტმა UNDP-ის კონკურსში გაიმარჯვა — "ერთად ოზონის შრის დასაცავად"
NEXT.On.ge-ის ჟურნალისტმა, ნინო გიორგობიანმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრისა (EIEC) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ ჟურნალისტურ კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსის თემა იყო "ერთად ოზონის შრის დასაცავად".
მედიაკონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდა:
- ნინო გიორგობიანი (NEXT.On.ge) სტატიისთვის: "ოზონის შრე — როგორ ვიცავთ იმას, რაც თავად გვიცავს";
- ნინა სამადაშვილი სტატიისთვის: "ენერგო ეფექტურობა ოზონის შრის დასაცავად";
- გელა მამულაშვილი სტატიისთვის "რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად?"
კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება 10 ნოემბერს გაეროს სახლში გაიმართა. კონკურსზე წარდგენილ სტატიებსა და ბლოგებში აღწერილია ოზონის შრესთან დაკავშირებული ვითარება და შესაბამისი პოლიტიკის გატარების მნიშვნელობა. ჟურნალისტურ ნამუშევრებში ასევე ხაზგასმულია თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ქცევის წვლილი ჯანსაღი და უსაფრთხო პლანეტისთვის ბრძოლაში.
წაიკითხეთ გამარჯვებული სტატია: ოზონის შრე — როგორ ვიცავთ იმას, რაც თავად გვიცავს
კომენტარები