18 ნოემბრიდან ყველაზე მასშტაბური ქართული სასწავლო აკადემია სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად მზადაა. Skillwill-ის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს მომავლის პროფესიას დაეუფლოს და ისწავლოს პროგრამირება რამდენიმე თვეში.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ტექნოლოგიური განვითარების მხრივ რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცა. ქართველი დეველოპერების მიერ მიწოდებული მაღალი დონის სერვისი ეხმარება როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს, თანამედროვე მსოფლიოს ტექნოლოგიურ გამოწვევებს ფეხი აუწყონ.

ფოტო: Skillwill

მიუხედავად პროფესიის მზარდი პოპულარობისა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ჯერ კიდევ საგრძნობია. თავისთავად, დიდია პროფესიაზე მოთხოვნა და შესაბამისია ანაზღაურებაც. Skillwill აკადემიის შექმნის მთავარი მოტივიც სწორედ კონკურენტულ ბაზარზე ახალი კვალიფიციური კადრების გაჩენაა.

"ჩვენი მიზანია, რომ სქილვილის სტუდენტები გამოირჩეოდნენ კონკურენტულ ბაზარზე არამხოლოდ ცოდნით, არამედ იმ უნარებით, რომლებიც დღეს ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო გახდეს საინტერესო ქვეყანა იმ საერთაშორისო ბრენდებისთვის, რომლებიც ეძებენ ამ პროფესიის ადამიანებს", — განაცხადა Skillwill-ის დამფუძნებელმა, ვაკო თურნავამ.

როგორია ზოგადად Skillwill-ის სწავლის სტრუქტურა და სპეციფიკა?

Skillwill არის ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს გახდეს დეველოპერი ყოველგვარი საბაზისო ცოდნის გარეშე. Skillwill იმათთვისაცაა, ვისაც აქვს გარკვეული ცოდნა და სურს სიღრმისეულად დაეუფლოს პროფესიას. ამაში მათ აკადემიის სამთვიანი Smart კურსები დაეხმარება.

ძირითადი კურსის ხანგრძლივობა, სადაც პროგრამირების სწავლა შესაძლებელია ნულიდან 8 თვეზეა გაწერილი. აქედან, 4 თვე ეთმობა პროგრამირების საწყისებს, მომდევნო 1 თვის განმავლობაში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ პრაქტიკულ დავალებებზე, ხოლო მე-6 თვიდან თითოეულ სტუდენტს სწავლის გაგრძელება შეეძლება შემდეგ მიმართულებებზე:

ფოტო: Skillwill

  • Back-end — ეს მიმართულება იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა ბექენდ დეველოპმენტში და შეისწავლოს Python — პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი ტიპის და სირთულის პროგრამების შესაქმნელად.
  • Mobile — ამ მიმართულების გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ React Native-ის დახმარებით შექმნან აპლიკაციები როგორც iOS-ზე, ასევე Android-ის მოწყობილობებზე.
  • WEB — სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი ვებ-ტექნოლოგია - React JS და გახდნენ Frontend დეველოპერები.
  • Digital Product Testing — ეს მიმართულება განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით და დასაქმდეს IT სფეროში.
  • Project Management — ამ მიმართულებით, სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ ან/და გაიღრმაონ ცოდნა ციფრული პროდუქტების მართვის კუთხით. ისინი გაეცნობიან Agile-ს, Scrum Framework-ს, ისწავლიან როგორ დაგეგმონ პროექტი ეფექტურად და მართონ გუნდი.

ყველა ჩამოთვლილი მიმართულების სწავლა შესაძლებელია 3 თვიან "სმარტ" კურსზეც, იმ განსხვავებით, რომ Back-end, Mobile და Web მიმართულებებისთვის საჭიროა გარკვეული საბაზისო ცოდნა.

ლექციები ტარდება ონლაინ, საღამოს საათებში. ლექციებს კითხულობენ დეველოპერები, რომლებიც სწრაფად განვითარებად და განახლებად ინდუსტრიაში აქტიურად საქმიანობენ ლოკალურ და საერთაშორისო კომპანიებში.

ფოტო: skillwill

ლიკა სიხარულია დაარსების დღიდან Skillwill-ში ასწავლის. მისი თქმით, სტუდენტები მზად უნდა იყვნენ გამოწვევებისთვის და დატვირთული სამუშაოსთვის, რადგან სწორედ ამ გზით არის განვითარება ყველაზე რეალური.

"ჩვენთან სტუდენტები სწავლის პროცესს მონდომებით ეკიდებიან, სვამენ კითხვებს და ეხმარებიან სხვებს კითხვებზე პასუხების ძიებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვისთვის ცოდნის გადაცემა ყველაზე კარგი გზაა საკუთარი ცოდნის განსამტკიცებლად. ამიტომ, ლექტორებიც სიხარულით ვეკიდებით ამ საკითხს და ვცდილობთ სტუდენტებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სწავლის პროცესში."

როგორ სცდება Skillwill ჩარჩოებს?

იმისათვის, რომ Skillwill-ის სტუდენტები კონკურენტულ ბაზარზე მოთხოვნად დასაქმებულებად იქცნენ და ადვილად შეეგუონ სამუშაო გარემოს, აკადემია სცდება მხოლოდ ტექნიკური ცოდნის ჩარჩოს და მათ რბილი უნარების კურსს სთავაზობს, რაც მოიცავს:

  • ინტერპერსონალური კომუნიკაციას
  • გუნდური მუშაობას
  • დროის მენეჯმენტს
  • კრიტიკული აზროვნებას
  • პრობლემის გადაჭრას და ა.შ


3 თვიან "სმარტ" კურსს მათთვისაც აქვს გამოსავალი, ვისაც მხოლოდ რბილი უნარების შესწავლა აინტერესებს. ტექნიკური ინფორმაციის შესწავლის გარეშე ნებისმიერ მსურველს შეუძლია კურსი გაიაროს და განივითაროს საჭირო უნარები.

როგორია Skillwill-ში სწავლა?

სქილვილს სხვადასხვა ასაკის და პროფესიის სტუდენტები ჰყავს. კურსის დასრულების შემდეგ, ისინი მიიღებენ სერტიფიკატს, წარმატებული სტუდენტები კი შეძლებენ დასაქმდნენ სტაჟიორის ან ჯუნიორ დეველოპერის პოზიციაზე.

ფოტო: Skillwill

გიგი ნადირაშვილი Skillwill-ში უკვე რამდენიმე თვეა სწავლობს. აკადემიაში მიღებულ გამოცდილებას ის შემდეგნაირად ახასიათებს: "ახალი ნაბიჯი გადავდგი ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობ სფეროში, პროგრამირებაში, სადაც სწავლა 0-დან დავიწყე და Skillwill აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც მარტივად და გასაგებად ვიღებ საჭირო ინფორმაციას. Skillwill-ის დევიზიც ნათლად გამოხატავს მათ დამოკიდებულებას სტუდენტების მიმართ."

როგორ დავრეგისტრირდეთ?

რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ გადავიდნენ შემდეგ მისამართზე www.skillwill.ge

ძირითადი კურსის ღირებულება 999 ლარია. "სმარტ" კურსის ღირებულება 599 ლარი.

ახალი ნაკადის მიღება 18 ნოემბერს იწყება.