კახა კალაძე

28 სექტ, 2022

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად მეამაყება ის, რომ ამას ხშირად არასწორად ატრიალებენ, არასწორად იყენებენ, რომ თითქოს ჩვენ რაღაც არასწორს ვამბობთ — კი, დედაქალაქს, თბილისს ჰყავს ყველაზე ახალი და ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს არის ავტობუსები და მიკროავტობუსები და ეს რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაგვეახლებინა პარკი. შეგიძლიათ, ნახოთ, გადაამოწმოთ მერი ხომ არ იტყუება და ნახავთ, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, დედაქალაქს ჰყავს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მოწესრიგებული იმიტომ, რომ ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები არის ახალი, ყველანაირად გამართული, კონდიცირება, გაგრილება, გათბობის სისტემებით. აღჭურვილია შესაბამისი კამერებით უსაფრთხოების თვალსაზრისით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემის მოგვარება? შემდეგი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რომ უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა. კომფორტულობა გადაადგილების თვალსაზრისით. კი, ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები არის ახალი და მოწესრიგებული. მოუწესრიგებელი იყო ეს ძირგამომპალი, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი ბოგდანები, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა მგზავრებისთვის და უდიდესი პრობლემა იყო ეკოლოგიური თვალსაზრისით. ქალაქში ჰაერის პირველი დამბინძურებელი იყო ყვითელი, ძირგამომპალი, გაუბედურებული, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ე.წ. მარშუტკებით. ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში? ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა: "კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობას, დავიწვით ხალხი". ეს წარსულს ჩავაბარეთ თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით. ეს არის ის, რაც გვაძლევს სტიმულს, ხვალ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ.

დღეს გვაქვს გამოწვევა, გვაქვს პრობლემა და ამასაც ვხსნით, თუ რატომ არის გადაადგილება პრობლემური დედაქალაქში. ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა და მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით არ არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა რომ იზრდება ყოველწლიურად, ესეც ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამართული, კომფორტული, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ადამიანმა 500$-იანი, 700$-იანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილება მოახერხოს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ უნდა ჰქონდეს.

გაძლევთ პირობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე ხელმისაწვდომი. სწორედ ამის გამო კეთდება ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც დღეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს პრობლემას, არავინ არ გაურბის და უარყოფს იმას, რომ არის დისკომფორტი. დიახ, სამწუხაროდ, არის დისკომფორტი, იმიტომ, რომ ორი მნიშვნელოვანი კვანძი, ორი მნიშვნელოვანი გამზირი გადათხრილია და მიმდინარეობას უმნიშვნელოვანესი სამუშაოები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ირაკლი კობახიძე: ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი არის ანიტა...1994 ნახვა
  2. ლევან ხაბეიშვილი: "კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური — ყველა ჩემთან თანამშრომლობს"1550 ნახვა
  3. ინგოროყვას კლინიკაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ პაციენტი ექთანს თავს დაესხა1280 ნახვა
  4. დასავლეთ საქართველოს პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორად — ირაკლი კოძახიძე829 ნახვა
  5. "იცით როგორი უსუსურები ხართ?" — გივი მიქანაძე აღიარებს, რომ ამსტერდამის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია არ აქვს დაცული560 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პაციენტი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში ექთანს თავს დაესხა, ძალადობის მუხლით დააკავეს

პაციენტი, რომელიც გუშინ, 21 ივლისს ინგოროყვას კლინიკაში ექთანს თავს დაესხა, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~