როგორ შევინარჩუნოთ სქესობრივი ლტოლვა ხანგრძლივ ურთიერთობაში? — ფსიქოლოგები "ხრიკებს" გვიზიარებენ
საიდუმლო არავისთვისაა, რომ ხანგრძლივ ურთიერთობაში წყვილს შორის ზოგჯერ სქესობრივი ლტოლვა სიმძაფრეს კარგავს, მაშინაც კი, როცა ემოციური კავშირი ძალიან ძლიერია. ახალი კვლევის თანახმად, ამის გამოსწორება მარტივადაა შესაძლებელი.
ტორონტოში მდებარე იორკის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა რამდენიმე ფაქტორი შეისწავლეს, როგორიცაა პარტნიორების ემოციური სიახლოვე, ერთმანეთის შესახებ აქამდე უცნობი დეტალების გაგება და ახალი გამოცდილებების ერთად მიღება.
მათ დაასკვნეს, რომ მხოლოდ პირველი კომპონენტი ფიზიკური ვნების შესანარჩუნებლად საკმარისი არაა, არამედ საჭიროა, ფსიქოლოგიური დისტანცირება, ანუ ადამიანის ახლებურად დანახვა.
ამის მისაღწევად საუკეთესო და უმარტივესი გზა სწორედ საერთო თავგადასავლებია, მაგალითად, საცეკვაოდ წასვლა, სხვადასხვა ადგილის მონახულება და ა.შ. ასევე, თუნდაც ცხოვრებისეულ საკითხებზე აზრების გაცვლა, რომლებიც პარტნიორისთვის აქამდე არ გაგიზიარებიათ.
ასევე, იხილეთ: ძლიერი რწმენა სექსუალური კმაყოფილების მაღალ დონესთანაა დაკავშირებული — კვლევა
მეცნიერთა ეს "ხრიკები" მართლაც ადვილი შესასრულებელია და კვლევაში მონაწილეთა 3 ჯგუფზე დაკვირვების შედეგადაა მიღებული. ისინი შესაძლოა, თითოეულმა წყვილმა ინდივიდუალურად მოირგოს და ამა თუ იმ აქტივობის საუკეთესო, მათთვის სასურველი ალტერნატივა გამოძებნოს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Social and Personal Relationships გამოქვეყნდა.
კომენტარები