ჯოზეფ ბორელი

6 Sep. 2022, 22:27

ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. არ არსებოს არანაირი მოკლე გზა, არანაირი გადახვევა, არსებობს პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც შედეგებში გადაიზრდება. მხოლოდ ხილვადი, ხელმისაწვდომი და ხელშესახები შედეგები განაპირობებს ამ გზაზე წინსვლას. 

პერსპექტივა ძალიან ნათელია, როდესაც საუბარი არის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპებს, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლების პრინციპები — ეს ყველაფერი ჩვენი ფუძემდებლური პრინციპებია. 

საქართველომ გადაწყვიტა ევროპულ გზას შეუდგეს და ეს პასუხისმგებლობა იკისროს და ახლა აქტუალურია, რომ ეს დაპირება შესრულდეს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. არა მარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ვუწოდებთ ინკლუზიურ პროცესს, მასში უნდა აისახოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, რათა ევროკავშირს დაუკავშიროს თავისი მომავალი. 

ხაზი მინდა გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, იმას, რომ ამ გზაზე ყველა მონაწილე, მოთამაშე ასრულებს თავის როლს. თუმცაღა მთავარი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია. არ არის მარტივი, განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ მარტონი არა ხართ, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი თქვენთან არის, თქვენს დასახმარებლად არის მზად. 

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ. პრესკონფერენცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა. [იმედის თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  5. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…