მიხეილ სარჯველაძე

2 Sep. 2022, 13:39

თუკი ვინმეს კვალიფიკაცია ჰყოფნის, რომ შევაფასოთ რეალურად არსებული მდგომარეობა, ყველა გადასარევად ხვდება, რომ საქართველოში ვითარება დღეს ასეთი არ არის.

ასევე მინდა ვთქვა, რაც შეეხება იმას, რომ ამ საკითხის რამენაირი ფორმით დაკავშირება იმ კანონპროექტთან, რომელსაც ვეტო დაედო და ა.შ., ეს არის სრული აბსურდი. ეს მხოლოდ გათვლილი არის საქმეში ჩაუხედავი ადამიანის შეცდომაში შესაყვანად. ამ კანონს იმ საკითხებთან, რაზეც ვსაურობ მე, იყო საქართველოში ასეთი რეალობა, რეალურად საერთო არაფერი აქვს. [...]

შეიძლება ვინმეს ვინმე თავისი თანამშრომელი უსმენს. მე რა ვიცი ახლა, რა გავაკეთო ახლა, როგორ გითხრათ?! მაგალითად, ქუჩაში იყიდება ჩვეულებრივ, მაგალითად, შეიძლება იყოს პატარა ჩამწერი მოწყობილობა. მე რა გავაკეთო ასეთ ფონზე?

[პრეზიდენტს] თუ აქვს ეს განცდა... მე მგონია, რომ მცდარი განცდა აქვს. მე, მაგალითად, არ მიჭირს ტელეფონით საუბარი. მაგალითად, არ მიჭირს, ოთახში დავჯდე და ვინმეს ვესაუბრო, მათ შორის ისეთ თემებზე, რომელიც შეიძლება არ მინდა, სხვამ გაიგოს. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მოსმენების წარმოდგენილი ფორმით გაფართოება, მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები იყო. მისივე თქმით, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თუ საუბარი გვინდა, ვფიქრობთ ტელეფონი დავტოვოთ, თუ გავიტანოთ, რაც ევროპული ცხოვრება არ არის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს

"ტვინის კონფიდენციალურობის" ცნებას, ალბათ, უკვე კარგად უნდა გაეცნოთ, რადგან მალე იქნებ წარსულის გადმონაშთადაც…