Instagram-მა აღმოფხვრა Reel-ების ხმასთან დაკავშირებული ხარვეზები
ბოლო პერიოდში, ალბათ, ყველას გქონდათ პრობლება ინსტაგრამიდან Reel-ის გადმოწერისას, რადგან პლატფორმა ვიდეოს ხმას შლიდა. ეს განსაკუთრებით დიდი პრობლემა იყო ინფლუენსერებისთვის, რომელებიც ინსტაგრამიდან სხვა პლატფორმებზე (მაგალითად, TikTok-ზე) გასაზიარებლად ვიდეოს ჩამოტვირთვას ცდილობდნენ. ამ ტექნიკურმა ხარვეზმა პლატფორმის მომხმარებლებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და Instagram-მა პრობლემა უკვე გადაჭრა.
Meta-ს სპიკერმა, სეინე კიმმა, განაცხადა, რომ ეს ხარვზი თუ ცვლილება არ იყო მიზნობრივად გაკეთებული და ის უკვე აღმოფხვრილია.
ინსტაგრამისა და ტიკტოკის ვიდეოებზე დომინაციის ბრძოლაში მნიშვნელოვანია, თუ რომელი პლატფორმა შესთავაზებს მომხმარებელს უკეთეს მომსახურებას. TikTok ბევრი მახასიათებლით უსწრებს Instagram-ს, თუმცა მას ვიდეოების შეზღუდული editing ფუნქციები აქვს, რაც, ამ მხრივ, ამ ეტაპზე Instagram-ს ხდის მიმზიდველს.
კომენტარები