NASA-მ Artemis 1-ის მისია მთვარეზე ბოლო წამს გადადო — გაიგეთ, რა მოხდა
NASA-მ მთვარეზე "არტემის 1-ის" მისია დროის ათვლისას გადადო. ამ მისიის შედეგად ადამიანი ნახევარსაუკუნოვანი შესვენების შემდეგ მთვარეზე დაბრუნდება და მუდმივ წარმომადგენლობას დააარსებს.
სააგენტო მისიის გაშვებას გეგმავდა დღეს, თბილისის დროით 16:33 საათზე, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან, საიდანაც მთვარეზე ერთი თვით კოსმოსური გაშვების სისტემასა (Space Launch System) და ეკიპაჟის კაფსულა ორიონს (Orion Crew Capsule) გაუშვებდნენ.
თუმცა NASA-მ ვერ მოახერხა ტემპერატურასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რომელიც ოთხიდან ერთ-ერთ ძრავას გაუჩნდა. პრობლემა დროის ათვლამდე ორი საათით ადრე აღმოაჩინეს.
გამოქვეყნებულ ბლოგში NASA აღნიშნავს, რომ "მისი ინჟინრები ცდილობენ, მაქსიმალურად ბევრი მონაცემი შეაგროვონ".
"Artemis I-ის რაკეტა და კოსმოსური ხომალდი სტაბილურ, უსაფრთხო მდგომარეობაშია", — აცხადებს NASA.
დღესვე სააგენტომ აღმოაჩინა ძრავებიდან წყალბადის გაპარვა და ბზარი თერმული დაცვის სისტემაში, რომელიც რაკეტის ბირთვს იცავს — თუმცა ეს პრობლემები დროის ათვლის დაწყებამდე მოაგვარეს.
სააგენტოს მისიის გაშვების ალტერნატიულ თარიღებად 2 და 5 სექტემბერი აქვს არჩეული, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენად მოესწრება მაგ დრომდე პრობლემების მოგვარება.
"არტემის 1-ის" ფარგლებში შექმნილი რაკეტა მსოფლიოში ყველაზე მძლავრია და ადამიანის საფრენად შექმნილი პირველი ხომალდია, რომელიც ასე შორს გაფრინდება.
არტემის 1-ის სატესტო ფრენა ეკიპაჟის გარეშე ჩაივლის. ის საფუძველს ჩაუყრის კოსმოსის ღრმა შესწავლის ახალ ფაზას, რომელიც ორიეტირებულია ადამიანის მთვარეზე დაბრუნებასა და მის მიღმა გასვლაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მასზე ეკიპაჟი არაა და ის არც მთვარეზე დაეშვება, ამ მისიას კრიტიკულას მნიშვნელოვანი მიზანი აქვს —NASA-ს სურს კოსმოსური ხომალდის მუშაობის შემოწმება და იმ გარემოს გატესტვა, რომელში ყოფნაც ეკიპაჟს მოუწევს მთვარის გარშემო; სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ არტემის 2 და 3 ხომალდები, რომლებსაც მოგვიანებით გაუშვებენ, და მასში მყოფები უსაფრთხოდ შეძლებენ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას.
არტემის 1-ის მისიას, რომელიც მილიარდობით დოლარი დაჯდა, NASA წლების განმავლობაში დებდა. სამწუხაროდ, მას კიდევ ერთხელ მოუწია მისი გადადება. ვიმედოვნოთ, ბოლოჯერ.
კომენტარები