პანდემიის შემდეგ შექმნილი დეფიციტის და გაზრდილი ფასების ფონზე, ნოუთბუქის შერჩევა საკმაოდ რთული მისია გახდა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ძლიერი გრაფიკული მონაცემების მოწყობილობა სჭირდება. შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალები, სტუდენტები და თამაშების მოყვარულები ამგვარ პრობლემებს ყველაზე ხშირად აწყდებიან, რადგან მათთვის შესასრულებელი დავალებების სპექტრი საკმაოდ ფართოა. თუმცა, არსებობს გადაწყვეტილება რომელიც ორივე ჯგუფს იდეალურად მოერგება.

2019 წელს NVIDIA-მ პირველად წარადგინა სხვადასხვა მწარმოებლის ნოუთბუქები ვიდეო ბარათებით, რომლებმაც გაიარეს NVIDIA Studio სერტიფიცირების პროგრამა. ყურადღებით დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ფოტოს, ლეპტოპზე მსგავსი სახის სტიკერის არსებობა ნიშნავს რომ ეს მოდელი იდეალურია შემოქმედებითი საქმიანობის და ვიზუალური კონტენტის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. NVIDIA Studio-ს ნოუთბუქები სპეციალურად უმაღლესი ხარისხის გრაფიკასა და ვიდეოსთან მუშაობისთვისაა შექმნილი. ეს მოდელები აღჭურვილია ყველა იმ მახასიათებლით რაც განსაკუთრებით სჭირდებათ მხატვრებსა და დიზაინერებს, კერძოდ: ულტრა მძლავრი პროცესორით (CPU) და მყარი დისკით (SSD), NVIDIA RTX ვიდეო ბარათით, რომელიც 75+ ვიზუალური კონტენტის აპლიკაციის ბევრად სწრაფ ფუნქციონირებას განაპირობებს.

როგორ შევარჩიოთ ნოუთბუქი?

შერჩევისას მთავარია გაითვალისწინოთ შესასრულებელი დავალებების სპეციფიკა და მოწყობილობის სასურველი სიმძლავრე. მაგალითად:

2D დიზაინისთვის, ფოტოგრაფიისთვის და 4K-მდე გაფართოების ვიდეო მასალების დამუშავებისთვის, მიზანშეწონილია ნოუთბუქები მომდევნო ვიდეო ბარათებით:

  • NVIDIA RTX 3050 და 3050 Ti
  • NVIDIA RTX A2000

3D დიზაინისთვის, 6K-მდე გაფართოების ვიდეო მასალების დამუშავებისთვის და სტრიმებისთვის, აუცილებელია უფრო მაღალპროდუქტიული ვიდეო ბარათი მეტი მეხსიერებით:

  • NVIDIA RTX 3060
  • NVIDIA RTX 3070
  • NVIDIA RTX A3000
  • NVIDIA RTX A4000

ქვემოთ მოცემული ვიდეო ბარათების მქონე ნოუთბუქები ყველაზე უნივერსალურ მოდელებად მიიჩნევა, რადგან ყველა ზემოხსენებულ დავალებასთან ერთად მარტივად უმკლავდება მოცულობით 3D და CAD პროექტებს და 8K-მდე გაფართოების ვიდეო მასალების დამუშავებას.

  • NVIDIA RTX 3080 8 GB
  • NVIDIA RTX 3080 16 GB
  • NVIDIA RTX A5000

გარდა ვიდეო ბარათებისა, RTX Studio სერიის ნოუთბუქებს სხვა დეტალებიც უმაღლესი ხარისხის აქვთ. პროცესორები (CPU) Intel i7- i9, ან Ryzen 5-9, მინიმუმ 16 GB-იანი ოპერატიული და 512 GB-იანი მყარი დისკის მეხსიერებით. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი კალიბრირებული მონიტორია DeltaE< 2-ით სრული (98-100%) sRGB სტანდარტის დაფარვით, Adobe RGB-ით და იშვიათად DCI-P3-ით.

ვის სჭირდება ასეთი ნოუთბუქი?

RTX სერიის ვიდეო ბარათიანი ნოუთბუქები იდეალურია როგორც პროფესიონალებისთვის, რომლებსაც მოწყობილობისგან მაქიმუმის მიღება სურთ, ასევე დამწყებთათვის, რომლებიც ახლა ეუფლებიან პროფესიას. ეს მოდელები გამოირჩევა გრაფიკული ფუნქციების შესრულების მაღალი სიჩქარით, რადგან GeForce RTX ვიდეო ბარათები აჩქარებს 75-ზე მეტი ვიზუალური კონტენტის დამუშავების აპლიკაციის ფუნქციიონირებას.

რომელ აპლიკაციებში იგრძნობა ეს უპირატესობები ყველაზე მეტად?

  • Adobe-ს პაკეტის აპლიკაციებში (Premier Pro, After Effects, Designer, Photoshop, Lightroom და სხვა)
  • 8 K-მდე გაფართოების ვიდეობის დასამუშავებელ აპლიკაციებში — Cinema 4D, Blender, DaVinci Resolve 3DS Max, Maya და სხვა.
  • კიდევ 70+ პროგრამასა და აპლიკაციაში.

NVIDIA Studios-ს ვიდეო ბარათების ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მახასიათებელი არის RTX GPU Tensor Cores. ტენზორული ბირთვების მეშვეობით ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დამუშავების სისწრაფე იზრდება, რაც გეხმარებათ ისეთი რუტინული დავალებების ავტომატიზაციაში, როგორებიცაა:

  • კადრების გარჩევადობის და კადრების სიხშირის გაზრდა
  • ფოტო-ვიდეო მასალის გაფართოების გაზრდა
  • კადრირება
  • სახეებისა და ობიექტების ტრეკინგი
  • ობიექტების გამოყოფა ფოტოსა და ვიდეოში
  • გაფართოების და დეტალიზაციის გაუმჯობესება ფოტოზე
  • პორტრეტის რედაქტირება
  • ტექტურებიდან განათების მოშორება ფოტოფრამეტრიის მეთოდით

რაც შეეხება პროდუქტიულობას, მაგალითად, Adobe Premier Pro-ში ვიდეოს ექსპორტისთვის NVIDIA RTX 3050 Ti ვიდეო ბარათის მქონე ნოუთბუქებს 20 წუთი სჭირდებათ. ანალოგიურ დავალებას MacBook Pro 15 (5600M)-ით 30+ წუთში შეასრულებთ, Intel Core i7-11850H-ით ერთ საათზე მეტში. ხოლო RTX 3060 შედეგის კიდევ უფრო სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ.

DaVinci Resolve-ში იგივე დავალების შესრულება ანალოგიურ მოწყობილობებზე შესაძლებელია შემდეგი სისწრაფით:

RTX 3060 — 16 წუთი
RTX 3050 Ti — 18 წუთი
MacBook Pro 15 (5600M) — 20 წუთი
Intel Core i7-11850H iGPU — 120 წუთი

ზოგადად, Windows-ზე ძნელია ისეთი ვიზუალურ კონტენტთან სამუშაო აპლიკაციების პოვნა, რომლებსაც არ აქვთ RTX აჩქარება. სწორედ ამიტომ არის აქტუალური ტენზორული, RT და CUDA ბირთვები. ისინი აუმჯობესებენ არა მხოლოდ პროგრამებისა და აპლიკაციების პროდუქტიულობას და სიჩქარეს, არამედ ინტერფეისის ხარისხსაც.

როგორ შევარჩიოთ დრაივერი?

NVIDIA-ს აქვს დრაივერების ორი ჯგუფი: გეიმერული Game Ready და პროფესიონალური Studio.

NVIDIA Studio განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობას დიდ დროს უთმობს და ხშირად იყენებს რამდენიმე აპლიკაციას ერთდროულად. Studio დრაივერები ამ შემთხვევაში ემსახურება აპლიკაციების მაქსიმალურ პროდუქტიულობასა და სტაბილურ ფუნქციონირებას შეფერხებების გარეშე.

Game Ready დრაივერები თამაშების მოყვარულებისთვის არის შექმნილი. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სათამაშო სიახლეების უმაღლესი ხარისხის გამოცდილება, ეს დრაივერები უნდა გამოიყენოთ.

საჭირო დრაივერების დაყენებაში GeForce Experience აპლიკაცია დაგეხმარებათ. GFE ავტომატურად გაცნობებთ როდესაც ახალი დრაივერი იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ რამდენიმე კლიკით მარტივად ჩამოტვირთავთ და გამართავთ დრაივერებს თქვენს მოწყობილობაზე. თანაც, GFE ავტომატურად განაახლებს თამაშებისა თუ გრაფიკული აპლიკაციების პარამეტრებს ისე რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის გამოსახულება და კადრების სიხშირე მიიღოთ.

ნოუთბუქების რომელი მოდელებია ხელმისაწვდომი?

არ აქვს მნიშვნელობა ნოუთბუქი სწავლისთვის, მუშაობისთვის თუ გართობისთვის გჭირდებათ. მომდევნო ხუთი მოდელი, გრაფიკული თავგადასავლების სამყაროში თქვენი უძლიერესი იარაღი გახდება.

1. Asus TUF 15

ეკრანის დიაგონალი და გარჩევადობა: 15.6 FHD 1920X1080 16:9 , 144HZ
პროცესორის მოდელი: Intel Core i5 11400H
ვიდეო ბარათის მოდელი: NVIDIA GeForce RTX 3050
RAM: 8GB
SSD: 512GB

2. Asus TUF Dash F15

ეკრანის დიაგონალი და გარჩევადობა: 15.6 WQHD (2560 x 1440) 16:9,165Hz
პროცესორის მოდელი: Intel® Core™ i5 12450H
ვიდეო ბარათის მოდელი: NVIDIA® GeForce RTX™ 3060
RAM: 16GB
SSD: 512GB

3. HP Omen 15

ეკრანის დიაგონალი და გარჩევადობა: 15.6" IPS FHD (1920x1080) 144Hz
პროცესორის მოდელი: AMD Ryzen™ 7 5800H
ვიდეო ბარათის მოდელი: NVIDIA GeForce RTX 3070
RAM: 16Gb
SSD: 1Tb

4. Asus ROG Zephyrus M16

ეკრანის დიაგონალი და გარჩევადობა: QHD+ 16:10 (2560 x 1600, WQXGA)
პროცესორის მოდელი: Intel® Core™ i7 12700H
ვიდეო ბარათის მოდელი: NVIDIA® GeForce RTX™ 3060
RAM: 16GB
SSD: 1TB

5. Asus ROG Strix G15

ეკრანის დიაგონალი და გარჩევადობა: 15 (2560 x 1440) 16:9
პროცესორის მოდელი: AMD Ryzen™ 9 6900HX
ვიდეო ბარათის მოდელი: NVIDIA® GeForce RTX™ 3070 Ti
RAM: 16GB
SSD: 512GB