და აი ისიც — ჯეიმს ვების ტელესკოპმა "პირველი სამეცნიერო მონაცემების" შეგროვება დაიწყო
და აი ისიც!
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გუნდმა განაცხადა, რომ სამეცნიერო ოპერაციების დასაწყებად ემზადებიან.
როგორც განცხადებიდან ვიგებთ, მკვლევრებმა დაიწყეს პირველი სამეცნიერო მონაცემების მიღება, რომელიც 2022 წლის 12 ივლისიდან გასაჯაროვდება. ეს თარიღი აღნიშნავს ვების მზადების საბოლოო დასასრულსა და სამეცნიერო ოპერაციების დაწყებას.
ასევე: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
დღეები გვაშორებს
ეს იქნება ისტორიული ეტაპი და ახალი ერა ასტრონომიისთვის, რადგან ვები საბოლოოდ ამოქმედდება მისი გაშვებიდან თითქმის რვა თვის შემდეგ. ტელესკოპი დაგვეხმარება არამიწიერი სიცოცხლის ნიშნების მოძებნაში, მეორე დედამიწის ძიებაში, გამოიკვლევს ვარსკვლავურ სისტემებს, სამყაროს ისტორიასა და თითქმის ყველაფერს რაც ასტრონომებს აინტერესებთ.
ჯეიმს ვების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ახლო ინფრაწითელი სპექტროგრაფია (NIRSpec). ეს დანადგარი აკვირდება ასტროფიზიკური და პლანეტარული ობიექტების სპექტრების ინფრაწითელ ტალღებს.
შემდეგი პოდკასტი: ჯეიმს ვების ტელესკოპი —კაცობრიობის ახალი თვალი
როგორ ვნახოთ ჯეიმს ვების პირველი სამეცნიერო მონაცემები — ღონისძიება
2021 წლის 25 დეკემბერის შემდეგ, რაც ჯეიმს ვები გაეშვა, დაახლოებით რვა თვის განმავლობაში, NASA-ს გუნდი მუშაობდა ტელესკოპის საბოლოო ორბიტალურ პოზიციაზე განთავსებისთვის. ცნობისთვის ვები დედამიწისგან ახლა დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. განთავსების შემდეგ ტელესკოპის დანადგარები სამუშაო პირობებისთვის იყო გასამართი.
აქამდე ვების გუნდის მიერ გამოქვეყნებული სურათები გაკეთდა კალიბრაციის მიზნით. ამ წლის დასაწყისში, NASA-მ გამოაქვეყნა პირველი სურათი, რომელიც კოსმოსური ობსერვატორიის მიერ გადაიღეს, ტელესკოპის შესაძლებლობების გამოსაცდელად.
თუმცა, ახლა მხოლოდ რამდენიმე დღე გვაშორებს ტელესკოპის მიერ გაკეთებულ პირველ სამეცნიერო დაკვირვებებამდე. NASA პირდაპირ ეთერში გადასცემს ღონისძიებას. ჩვენ ვნახავთ თუ როგორ გასაჯაროვდება ვების მიერ გადაღებული პირველი ფოტოები.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ასტრონომიული აღმოჩენების სრულიად ახალი ერა დაიწყება.
კომენტარები