კახა კალაძე

21 Jun. 2022, 14:13

აქციას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ ასახავს რეალობას იმიტომ, რომ ევროპას, ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი და ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ვისაც სურვილი აქვს, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოაჯახის წვერი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით — თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთო იმისთვის, რომ თუნდაც, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ის დათქმები, რაც არის ყველაფერი უნდა იყოს შესრულებული და ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მზად არის იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთოს.

[...] კი, რა თქმა უნდა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია, არ გაქვთ თქვენ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? სირცხვილია ვის წარმოადგენს? ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებები არ მოგისმენიათ? [...] ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და მისი ახალგაზრდული ფრთის, სრიცხვილიას მიერ. მე არ ვამბობ იმას, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები იყვნენ ნაციონალები, ამას არ ვამბობ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ