საუდის არაბეთი დაბერების საწინააღმდეგო კვლევებზე წელიწადში მილიარდ დოლარს დახარჯავს
დაბერების წინააღმდეგ ბრძოლა, ალბათ, ერთ-ერთი უძველესია, რასაც კაცობრიობა აწარმოებს. თუმცა, ეს ასეთი რეალური აქამდე არასდროს ყოფილა. ჩვენი ყოველი ინსტინქტი მიმართულია იმისთვის, რომ ცხოვრება რაც შეიძლება დიდხანს გაგვიგრძელდეს და ამ მხრივ ჩვენ მართლაც გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი.
ახალა ადამიანები წინაპრებზე მეტხანს ცოცხლობენ და ეს სამედიცინო აღმოჩენების წყალობით. თუმცა, დაბერება განსხვავებულია; რაც არ უნდა ჯანმრთელები ვიყოთ, დაბერების პროცესს ვერ ვაჩერებთ — მაგრამ შეგვიძლია შევანელოთ ის?
ეს არის ის, რის გარკვევასაც საუდის არაბეთი ცდილობს და ამისთვის წელიწადში 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ეს ყველაფერი ყოველწლიურად დაბერების საწინააღმდეგო კვლევებს მოხმარდება.
MIT Technology Review-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა შექმნა არაკომერციული ორგანიზაცია, სახელწოდებით Hevolution Foundation, რომელიც ფოკუსირებულია დაბერების შენელებასა და შეჩერებაზე.
"ჩვენი უპირველესი მიზანია შევძლოთ ჯანსაღი ცხოვრების გახანგრძლივება. ამ მომენტისთვის პლანეტაზე ამაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემა არ არსებობს", — თქვა მეჰმუდ ხანმა, მაიოს კლინიკის ყოფილმა ენდოკრინოლოგმა, რომელიც ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.
შესაძლებელია თუ არა დაბერების შეჩერება?
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
თუ ამაზე ზუსტ პასუხს მიიღებთ, ის აუცილებლად დააპატენტეთ და პლანეტაზე უმდიდრეს ადამიანად იქცევით.
რეალურად, ეს ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რის გამოც Hevolution Foundation ახალ, ჯერ კიდევ აუთვისებელ სფეროში შედის.
ერთ-ერთი ასეთი კვლევა, რომელიც ბოლო წლებში გამორჩეულია, მოიცავს მეტფორმინს. ეს ფაქტიურად პირველი კლინიკური კვლევაა ადამიანებზე, რისი მიზანიც იმის შემოწმება იყო, თუ რამდენად ანელებს მედიკამენტი დაბერებას. ნირ ბარზილაიმ, ალბერტ აინშტაინის მედიცინის სკოლიდან ნიუ-იორკში და მედიკამენტის შემქმნელმა, განუცხადა ლონდონის აუდიტორიას მიმდინარე წლის აპრილში, რომ Hevolution დათანხმდა მათთვის მნიშვნელოვანი დაფინანსების გამოყოფას.
ჯეფ ბეზოსი დაბერების წინააღმდეგ
დაბერების საწინააღმდეგო კვლევებს მრავალი მდიდარი მფარველი ჰყავს, რაც ბუნებრივია. ჯეფ ბეზოსი ნამდვილად არის ერთ-ერთი ასეთი ინვესტორი. ის Altos Labs-ს აქტიურად აფინანსებს, რომელსაც სურს დაბერების პროცესის შებრუნება. მან ასევე ბიოტექნოლოგიური კომპანია Unity Technologies-ს დააფინანსა 2018 წელს. ამ კომპანიის მიზანიც ბუნებრივია იგივეა, დაბერების შენელება და დამარცხება.
ასევე: ჯეფ ბეზოსი დაბერების წინააღმდეგ — მილიარდერმა მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები შემოიკრიბა
კომენტარები