სალომე ზურაბიშვილი

26 May. 2022, 12:49

საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა. ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ხედვას და გამბედაობის, სიფრთხილესთან ერთად.

მოითხოვს, პირველ რიგში — და ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს დასჭირდება — ერთიანობას. ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა, ეს გზა ევროპისკენ არ გაჩენილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე, ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს. ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები ოდითგანვე გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ