შორეული მნათობების, გალაქტიკებისა თუ ნისლეულების შთამბეჭდავი ფოტოები, ალბათ, ყველა ჩვენგანს აღაფრთოვანებს. თუმცა, მათი ასე დანახვა ტელესკოპების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ხმელეთსა და კოსმოსში განლაგებული ობსერვატორიები საშუალებას გვაძლევს, სამყარო შევისწავლოთ და პლანეტების, მათი თანამგზავრების, სხვა ციური სხეულების, ვარსკვლავური სისტემების, შავი ხვრელების ან მასშტაბური კოსმოსური მოვლენების შესახებ მეტი და მეტი გავიგოთ.
ამ ტესტით გაიგებთ, რომელი ტელესკოპი შეგესაბამებათ ყველაზე მეტად.
ჩამოთვლილთაგან რომელ კატეგორიას მიეკუთვნები?
შენი აზრით, როგორი ადამიანი ჩანხარ სხვების თვალში?
რომელ ადგილს მოინახულებდი კოსმოსური მოგზაურობისას?
მონიშნე სასურველი გეომეტრიული ფიგურა
დაბოლოს, გვითხარი, ცხოვრების რა ეტაპზე ხარ?
გაიგე, რომელი ტელესკოპი ხარ — ტესტი
თქვენი შედეგია: ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი
გილოცავ! შენ "ვეტერანი" ტელესკოპი ხარ, რომელიც კოსმოსში ჯერ კიდევ წინა საუკუნეში გაუშვეს. ჰაბლის მონაცემები საფუძვლად არაერთ მნიშვნელოვან აღმოჩენას დაედო და ის ჩვენ გაოცებას დღემდე ახერხებს .
თქვენი შედეგია: ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი
გილოცავ! შენ მსოფლიოში უმძლავრესი ტელესკოპი ხარ, რომელიც კოსმოსში სულ ახლახან გაუშვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჯერ კიდევ წინაა. აბა შენ იცი!
თქვენი შედეგია: მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი
გაინტერესებს შავი ხვრელები? მაშინ გილოცავ, რადგან სამყაროში ყველაზე იდუმალებით მოცული ობიექტების გადაღება სწორედ რადიოტელესკოპთა ამ ქსელმა შეძლო! შეგახსენებ, რომ ცოტა ხნის წინ მისი მეშვეობით ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელი ვიხილეთ .
თქვენი შედეგია: TESS
ეს კოსმოსური ტელესკოპი შორეულ ეგზოპლანეტებს ტრანზიტის მეთოდით ეძებს, ანუ ვარსკვლავთან ციური სხეულის ჩავლით გამოწვეულ სიკაშკაშის ცვლილებას აკვირდება. მისი მეშვეობით საშუალება გვეძლევა გავიგოთ, როგორი პლანეტებია სხვა მზის სისტემებში და პოტენციურად, დედამიწის მსგავს ობიექტებსაც მივაგნოთ.
თქვენი შედეგია: კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი
გილოცავ, შენ ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპი ხარ, რომლის მეშვეობითაც უამრავი საინტერესო ციური სხეული აღმოვაჩინეთ. მათგან ზოგი სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მდებარეობს და ამა თუ იმ მახასიათებლით დედამიწასაც ჰგავს.
კომენტარები