საქართველოს ბანკის აპლიკაციას Ads Manager ემატება
საქართველოს ბანკმა შეთავაზებების მართვის ახალი პლატფორმა Bank of Georgia Ads Manager დააანონსა.
"შეთავაზებების მართვა" საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმაა, რომელიც საბანკო ოპერაციებზე დაყრდნობით, მომხმარებელს მის სურვილებსა და ინტერესებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს, ბიზნესს კი აძლევს შესაძლებლობას, შექმნას და მართოს მეტად ეფექტიანი შეთავაზებები შესაბამისი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით.
მობილბანკის შეთავაზებების მოდულის დახმარებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა ბიზნესის არასაბანკო (lifestyle) შეთავაზებები ერთ სივრცეში იხილოს.
"შეთავაზებების მართვა" არის აღნიშნული მოდულის უკან მდგომი მექანიზმი, რომელიც საბანკო ოპერაციებზე დაყრდნობით, მომხმარებლის სურვილებზე მორგებულ შეთავაზებებს აგენერირებს.
შესაბამისად, შეთავაზებების გვერდზე მომხმარებელს უკვე ხვდება პერსონალიზებული შეთავაზებები, რომელიც ზუსტად პასუხობს მის საჭიროებებს. მეორეს მხრივ, ბიზნესის კუთხით, ეს მერჩანტებს აძლევს საშუალებას შექმნან ბევრად ეფექტური შეთავაზებები, გააცნონ მომხმარებელს ახალი პროდუქტი, გააკეთონ სხვადასხვა sales promotion და ა.შ. იგი განსაკუთრებით რელევანტური ხდება მას მერე, რაც პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სოციალურ მედია პლატფორმებსა და ecommerce საიტებზე იზღუდება დეტალური თარგეთირების საშუალება.
შეთავაზებების მართვის პლატფორმა, შექმნილია როგორც ცალკეული მომხმარბლისთვის, ასევე ბიზნესებისთვის.
მოხმარებელისთვის: ერთ სივრცეში, ორგანიზებულად შემოგთავაზებს შენს ინტერესებზე მორგებულ შემოთავაზებებს (თავმოყრილია ერთ ადგილას ყველა შეთავაზება და არ გიწევს სხვადასხვა არხებში მოძებნა; გაჩვენებს მხოლოდ რელევანტურ, შენს ინტერესებზე მორგებულ ოფერებს.
რომელ არხებში შევძლებ ამ შემოთავაზებების ნახვას?
- მობილბანკი;
- ინტერნეტბანკი;
- www.offers.bog.ge
ბიზნესებისთვის/პარტნიორებისთვის: ეს იქნება კამპანიების მართვის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც კომპანია შეძლებს თარგეთირებულ აუდიტორიაზე გაუშვას ბანკის სხვადასხვა არხში რელევანტური ოფერები. დემოგრაფიული თარგეთირება: ლოკაციის, ასაკის, ინტერესების, ქცევის, სქესის მიხედვით.
რას აგვარებს ბიზნესებისთვის?
- შეძლებენ გაყიდვების გაზრდას;
- გაზრდიან მომხმარებლების ლოიალურობას;
- ეცოდინებათ ვინ არიან მათი მომხმარებლები და როგორი ოფერები შესთავაზონ.
კომენტარები