0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ტესტი: რომელი გამოჩენილი მეცნიერი იქნებოდი?
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გამოჩენილი და, ერთი შეხედვით, ყველაზე შეშლილი გენიოსებიც კი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც ჩვენთან ბევრი საერთო აქვთ. შეგიძლია, შენს ხასიათთან ყველაზე მიახლოებული პასუხები შეარჩიო, მე კი გეტყვი, შესაძლო რამდენიმე ვარიანტიდან რომელი გამოჩენილი მეცნიერი იქნებოდი.
თავისთავად, ადამიანის ხასიათს ერთი პატარა ტესტით საფუძვლიანად ვერ შევაფასებთ, ამიტომ დაიწყე და შედეგებზე ბევრი არ იფიქრო:
ჩამოთვლილთაგან რომელი სფერო(ები) გაინტერესებს ყველაზე მეტად?
რომელი სიტყვები აღგწერს ყველაზე უკეთ?
ჩამოთვლილთაგან რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
როგორ უდგები ცხოვრებისეულ თავსატეხებს?
- მონაცემებს საფუძვლიანად ვაგროვებ და ვაანალიზებ, სანამ რაიმე დასკვნას გამოვიტანდე
- შემოქმედებითად ვფიქრობ და ისეთ გამოსავალს ვპოულობ ხოლმე, სხვებს რომ აზრადაც არ მოუვიდოდათ
- ლოგიკითა და მათემატიკური აზროვნებით კომპლექსურ ამოცანებს უფრო პატარა და მარტივ თავსატეხებად ვანაწევრებ
- საკუთარ ინტუიციასა და წარმოსახვას ვეყრდნობი, შედეგად კი პრობლემას განსხვავებული პერსპექტივიდან ვხედავ ხოლმე
- ექსპერიმენტებს ვატარებ და პრობლემას მანამ ვუკირკიტებ, სანამ არ მოვაგვარებ
- საკუთარ ცნობისმოყვარეობას ვენდობი და ბუნებაზე/სამყაროზე დაკვირვებით ვაკეთებ დასკვნებს
- ამ დროს ხშირად მიჭირს რაიმე დასკვნამდე მისვლა და ძალიან ვიძაბები
როგორ უმკლავდები წარუმატებლობას?
- ვარკვევ, რა შემეშალა, და ვცდილობ, შემდეგისთვის გამოვასწორო
- გამოწვევად აღვიქვამ, რომ ჩემი მეთოდები კიდევ უფრო დავხვეწო
- წარუმატებლობას ხელახლა დაფიქრებისა და ინოვაციების საწყისად აღვიქვამ
- ვღიზიანდები, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ახალ-ახალი მიდგომების გამოცდას
- მოტივაციას ვკარგავ და ზოგჯერ საქმეს თავსაც ვანებებ
- წარუმატებლობას ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ვაწყდები
როგორ გირჩევნია მუშაობა?
- დამოუკიდებლად მუშაობას ვამჯობინებ, რომ საქმეზე კარგად ვფოკუსირდე
- მირჩევნია მარტო, ჩემთვის მოსახერხებელი ტემპით დავაკვირდე მოვლენებს და გამოვცადო ისინი
- ზოგჯერ დამოუკიდებლად, ზოგჯერ სხვებთან ერთად — საქმის საჭიროებას გააჩნია
- სხვებთან ერთად მუშაობა და იდეების გაცვლა-გამოცვლა მირჩევნია
- მირჩევნია, საქმე ჯერ დეტალურად გავწერო
- აქედან ჩემს სტილს არცერთი პასუხი არ ერგება
და სოციალურ ურთიერთობებთან როგორ ხარ?
როგორ გამოიყურება შენი თმა?
დაბოლოს, ყველაზე მეტად რა გინდა სამომავლოდ?
- უამრავი საინტერესო ტექნოლოგია და ინოვაცია მინდა
- მინდა, ხელოვნურმა ინტელექტმა ინტელექტმა ჩვენი ყოფა უკეთესობისკენ შეცვალოს
- მინდა, კაცობრიობის შესახებ რაც შეიძლება მეტი რამ გავიგოთ
- სუფთა ენერგიის მიღება მინდა
- მინდა, რაც შეიძლება ბევრი გავიგოთ სამყაროს მუშაობის პრინციპზე
- მინდა, მეცნიერების დარგში ქალებიც საკმარისად დაფასდნენ
- ყველაფერი ერთმანეთზე მეტად მინდა
- მიჭირს პასუხის ამორჩევა
კომენტარები