ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ევოლუციის თეორიას
ფოტო: Benjamin Arthur for NPR
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ევოლუციის თეორიამ ბიოლოგიასა და ზოგადად, კაცობრიობის აზროვნებაში რევოლუცია მოახდინა, რის შემდეგაც ჩვენ გარშემო არსებული ბუნებრივი სამყარო და ჩვენი ადგილი დედამიწაზე სრულად გადავიაზრეთ.
ეს ტესტი ევოლუციის თეორიასა და მის შემუშავებაში მონაწილე ადამიანებს ეხება. ბევრი საკითხი, რომელსაც ქვიზში შეხვდებით, ალბათ, სკოლაში გაქვთ ნასწავლი, ამიტომ, წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ.
აბა, დავიწყოთ?
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ევოლუციის თეორიას
ტესტის დაწყება1 / 8 ჩარლზ დარვინის გარდა, ვინ ითვლება თანამედროვე ევოლუციის თეორიის ფუძემდებლად?
Wikimedia Commons
2 / 8 ბუნებრივი გადარჩევის რომელი განმარტება არის სწორი?
Stated Clearly
- პროცესი სადაც ორგანიზმები ბუნებრივი გარემოებების გამო ფიზიკურად იცვლიან სახეს და ამ ახალ ნიშან-თვისებებს შთამომავლებს გადასცემენ
- ყველაზე დიდი და ძლიერი ცხოველები გადარჩებიან, პატარა და სუსტი ცხოველები კი კვდებიან
- პროცესი სადაც ორგანიზმები იცვლებიან და გარემოს ეგუებიან. უკეთ შეგუებულ ორგანიზმებს კი გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვთ.
- ჭარბი მოსახლეობის შედეგი რესურსების ნაკლებობაა, რაც კაცობრიობის გადარჩენის შანსებს ამცირებს
3 / 8 რა არის სიმბიოზი?
National Geographic
- სიმბიოზი არის პარაზიტიზმის ფორმა, სადაც ერთი ერთი ორგანიზმი მეორეს ხანგრძლივი დროის მონაკვეთში ვნებს, რათა გადარჩეს
- სიმბიოზი ეწოდება პოლიტიკურ კოჰაბიტაციას პარლამენტში
- სიმბიოზი არის ხანგრძლივი ბიოლოგიური ურთიერთქმედება ორ ან მეტ ორგანიზმს შორის, რისგანაც რომელიმე, ან ყველა მონაწილე სარგებელს ნახულობს
- სიმბიოზი ეწოდება კვერცხუჯრედის ჰაპლოუნიტარულ შერწყმას ცხოველური რეგულაციის ციკლთან
4 / 8 რა არის გენების დრეიფი?
Wikimedia Commons
- პროცესი რომლის დროსაც დნმ-ის ორმაგი ჯაჭვი იხსნება და რეპლიცირდება
- ევოლუციის მექანიზმი, სადაც პოპულაციაში ალელის სიხშირე თაობების მანძილზე შემთხვევითი გარემოებების გამო იცვლება
- მავნე მუტაციების გახშირება სახეობაში, რაც მის გადაშენებას იწვევს
- გენების დრეიფი და ადაპტაცია ერთიდაიგივეა
5 / 8 ვინ ახსნა პირველად რატომ წარმოიქმნება გენეტიკური ვარიაციები ყოველ მომდევნო თაობაში?
Wikimedia Commons
6 / 8 ვინ ახსნა პირველად ქრომოსომული მემკვიდრულობის თეორია?
Public Domain
7 / 8 რა წვლილი მიუძღვის ჩარლზ ლაიელს ევოლუციის თეორიის შემუშავებაში?
- მან ადრეული ცხოველების ნამარხები იპოვა
- ჩარლზ ლაიელმა კოლეგებთან ერთად დაასაბუთა, რომ დედამიწა მხოლოდ რამდენიმე ათასი წლის არ არის და ბევრად დიდი ხანია არსებობს
- ლაიელი პირველი იყო ვინც დინოზავრის ძვლები აღმოაჩინა
- არანაირი, ლაიელი საქართველოში მოღვაწე ინფლუენსერია, რომელიც სამსახურში გამოძახებულ საჭმელს "ლანჩს" ეძახის
8 / 8 რა არის ეპიგენეტიკა?
- ეპიგენეტიკა ეწოდება გენეტიკის განხრას, რომელიც ეპიდემიებს სწავლობს
- ეპიგენეტიკა ეწოდება გენეტიკის დარგს, რომელიც პათოლოგიებს სწავლობს
- ეპიგენეტიკა ეპინეფრინის ადამიანის გენომზე გავლენას სწავლობს
- ეპიგენეტიკა არის გენეტიკის ის დარგი, რომელიც შეისწავლის მემკვიდრულობის ისეთ მექანიზმებს, რაც არ მოიცავს დნმ-ის მოლეკულაში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის შეცვლას
ერთი წუთით...
კომენტარები