სავარაუდოდ, კიმ კარდაშიანს Met Gala-ზე ქურქი იმიტომ ეცვა, რომ კაბა ბოლომდე არ ეკვრებოდა
ფოტო: Getty Images / tmz.com
წლევანდელი Met Gala-ს თემა "მოდის ანთოლოგია ამერიკაში: 'მოოქრული ხანის' ბრწყინვალება" იყო და მიწვეულ ვარსკვლავებს აშშ-ის 1870-1900 წლების მოდა უნდა გაეცოცხლებინათ. თუმცა კიმ კარდაშიანმა გადაწყვიტა, რომ მერილინ მონროს ბრილიანტებით მორთული საკულტო კაბა მოერგო.
მერილინ მონროს ეს კაბა 1962 წელს სიმღერა Happy Birthday, Mr. President-ის შესრულების დროს ეცვა, რომლითაც ჯონ კენედის დაბადების დღე მიულოცა. კიმის ჩაცმულობამ მაყურებლებს ბევრი შეკითხვა გაუჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო, თუ როგორ შეძლო კიმმა ამ კაბის მორგება?
კიმ კარდაშიანის სხეულის ფორმები მერილინ მონროსგან რადიკალურად განსხვავდება. თან კაბა წლების განმავლობაში მუზეუმში ინახებოდა და მისი გადაკეთება არ შეიძლება. კიმმა ამაზე პასუხად განაცხადა, რომ თავდაპირველად კაბა არ მოერგო და ამიტომ მკაცრი დიეტა დაიწყო.
კიმმა მეთ გალაზე განაცხადა, რომ კაბაში ჩასატევად 3 კვირა მკაცრ დიეტაზე იყო — მან რაციონიდან შაქარი და ნახშირწყლები ამოიღო, სარბენ ბილიკზე ვარჯიშობდა და ე.წ. საუნის კოსტიუმი ეცვა. საბოლოოდ მან 3 კვირაში 7 კგ-ზე მეტი დაიკლო და კაბის მორგებაც შეძლო. ამ ყველაფრის გამო კიმმა დიდი კრიტიკაც დაიმსახურა. თუმცა გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ კაბის მოსარგებად მკაცრი დიეტა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი.
ფოტო: tmz.com
ვიდეო, რომელშიც კიმი მერილინ მონროს კაბას მეორედ ირგებს, Met Gala-მდე 10 დღით ადრეა გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ თავიდან კიმის საჯდომი კაბაში არ ეტევა. შემდეგ კი პიტ დევიდსონისა და დამხმარე გუნდის მეშვეობით კიმმა კაბა ჩაიცვა, თუმცა უკანალთან კაბა არ შეეკვრა.
სრული ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
მაყურებლები ვარაუდობენ, რომ საღამოსთვის შერჩეული მონროს სტილის თეთრი ქურქი უფრო აუცილებლობა იყო, ვიდრე — აქსესუარი.
ბევრმა კარდაშიანი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ისტორიულ კაბას საფრთხე შეუქმნა, რადგან არსებობდა მაღალი რისკი, რომ ის დაეზიანებინა.
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
კომენტარები