Instagram-ის დიზაინში ცვლილებები იგეგმება — ნახეთ Feed-ის ახალი ვერსია
Instagram TikTok-ის ასლი ხდება?
TechCrunch-ის მიხედვით, Instagram ახალ Feed-ს ტესტავს, რომელიც, ტიკ-ტოკის მსგავსად, სრულ ეკრანზე იქნება გაშლილი. აპლიკაციის გახსნის შემდეგ მომხმარებლები მაშინვე ვერტიკალურ შიგთავსს იხილავენ, რომლის მიზანია, "ვიდეო მეტად წინ და ცენტრში წამოიღოს". ამით პლატფორმა TikTok-ს მნიშვნელოვნად დაემსგავსება.
ადამ მოსერიმ, ინსტაგრამის ხელმძღვანელმა, ტესტირების სიახლე Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დაადასტურა და თქვა, რომ ზოგიერთი მომხმარებლის Feed-ზე ნელ-ნელა შედარებით მაღალი ფოტოები და ვიდეოები გამოჩნდება.
Instagram-ის მიერ გაზიარებულ ფოტოზე ვხედავთ, რომ Feed-ში მთელს ეკრანზე გაშლილ პოსტზე კომენტარები, აღწერა, მოწონებები და სხვა გამოსახულებები არა მის ქვეშ, არამედ პოსტზეა დატანილი.
Meta-ს წარმომადგენლის თქმით, სურათზე მხოლოდ ისაა გამოსახული, რასაც მომხმარებელი აპლიკაციის გახსნისას იხილავს, Story-ებზე წვდომას კი იგი ეკრანის თავში მოთავსებული ველიდან შეძლებს. ძებნის, Reels-ების, შოპინგისა და მომხმარებლის პროფილის ღილაკები კვლავაც ეკრანის ქვედა ნაწილშია მოთავსებული. ნოტიფიკაციები, შეტყობინებები და ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციები კვლავაც ეკრანის ზედა ნაწილში დარჩება.
კომენტარები