Intel-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ჩიპების დეფიციტი 2024 წელსაც გაგრძელდება
ექვსი თვის წინ Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, Pat Gelsinger-მა ივარაუდა, რომ ნახევარგამტარების დეფიციტი 2023 წელს დასრულდებოდა, თუმცა მისი ახლანდელი ვარაუდით , დეფიციტის სრულად აღმოფხვრა 2024 წლამდე ვერ მოხდება,
"ჩვენ გვჯერა, რომ ნახევარგამტარების დეფიციტი 2024 წელსაც გაგრძელდება. ვვარაუდობდით, რომ დეფიციტი 2023 წელს აღარ იქნებოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა, პრობლემებია მიწოდების ჯაჭვში" — განაცხადა მან CNBC-სთან საუბარში.
ნახევარგამტარების დეფიციტი ყველა კომპანიას ერთნაირად არ ეხება და ეს მათ მიერ წარმოებული ჩიპების რაოდენობასაც ეტყობა, თუმცა ზოგი ინდუსტრია სხვებზე მეტად დაზიანდა. Intel-ის ჩიპებს რეალურად პრობლემა არ შექმნიათ, ინტელი თავის პროცესორების გამოშვებას განაგრძობს და კომპანიაში იმასაც კი აღნიშნავენ, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ინტელი ზუსტად პასუხობს მომხმარებელთა რაოდენობას და მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვი იდეალურად გამართულია.
პატ გელსინგერის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დეფიციტი 2024 წელსაც იქნება, გარკვეულწილად სიმართლეა, ის ინდუსტრიები, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ, აღდგენას ნელ-ნელა შეძლებენ, თუმცა ბაზარზე მსგავსი ტენდენცია უკვე შეინიშნება. ჩიპების დეფიციტის დროს ყველა თვალსაჩინო პრობლემები GPU-ებისა და კონსოლების ბაზარზე შეიქმნა, თუმცა ვიდეო ბარათების ფასები ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება, კონსოლები კი სულ უფრო ხშირად ჩანან მაღაზიების დახლებზე.
ინტელი და სხვა გიგანტები აქტიურად ცდილობენ დეფიციტის აღმოსაფხვრელი გზების პოვნას. ამისათვის Intel ახალ ქარხნებს ოჰაიოში, არიზონასა და გერმანიაში აშენებს, თუმცა ამ სამს შორის პირველი არიზონას ქარხანა ამუშავდება, ეს კი 2024 წლამდე არ მოხდება.
კომენტარები