ამ კაცმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ესკიზი ტატუდ დაიხატა
OpenAI-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის შესახებ რამდენიმე დღის წინ მოგიყევით. DALL-E2 გამოსახულებებს მხოლოდ ტექსტურ აღწერებზე დაყრდნობით აგენერირებს და ეს ერთგვარი გარღვევაა ხელოვნური ინტელექტის სფეროში.
ამავე თემაზე: გარღვევა ხელოვნური ინტელექტის სფეროში — ეს AI სურათებს მხოლოდ ტექსტური აღწერისგან აგენერირებს
ახლა კი ალგორითმის მიერ შექმნილი გამოსახულება ტატუდ დაიხატეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პროგრამა DALL-E2-ის მიერ შექმნილ ესკიზს ტატუს შესაქმნელად იყენებენ. ამას ნეირონული ქსელის შემქმნელებიც ადასტურებენ.
აღნიშნულის ამსახველი ფოტო ტატუს მფლობელმა Twitter-ის მეშვეობით გაავრცელა.
ტვიტში ის ნამუშევარს AI-ის მიერ შექმნილ პირველ ტატუს უწოდებს. Open AI-ის Product VP, პიტერ ველინდერი ცალკეული ტვიტით ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად DALL-E2-ის მიერ შექმნილი გამოსახულებაა.
AI ენთუზიასტები შიშობენ, რომ OpenAI-იმ შესაძლოა, შემთხვევით, კულტს დაუდოს საფუძველი. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ ამ მოწინავე ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკაში გამოყენების მცდელობებია. სხვათა შორის, მას უფრო მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებაც შეუძლია, ვიდრე ტექსტურ აღწერებზე დაყრდნობით მხოლოდ ტატუ ესკიზების ხატვაა.
კომენტარები