თბილისში "ქარის" მიკრო-ელექტრო მანქანები გამოჩნდა — მათი დაქირავება ყველას შეგიძლიათ
Qari Electric-ის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში დღეიდან ახალი მიკრო-ელექტრო მანქანები სატესტო რეჟიმში გაეშვა.
ასევე იხილეთ: ქარი თბილისის ქუჩებში — ელექტრო მოპედების ბრენდის ამბავი
"ქარი" ელექტრო მოპედების საზიარო სერვისია, რომლით სარგებლობაც 17 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ. ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ აპლიკაციაში დარეგისტრირება და მართვის მოწმობის წარდგენა დაგჭირდებათ. რეგისტრაცია შესაძლებელია B და B1 კატეგორიის მართვის მოწმობებთ.
"ქარი ელექტრო მოპედების საზიარო სერვისია მაგრამ ამასთან ერთად გვჯერა, რომ ქალაქთან ურთიერთობის ფორმაა. მოპედები მოძრაობენ უხმოდ და ქუჩებს უთმობენ ამეტყველების საასპარეზოს, რომ ყოველი რაიდი შენი და ქალაქის საუბრად იქცეს", — ვკითხულობთ "ქარის" ვებგვერდზე.
მომსახურებით სარგებლობისათვის საჭირო დეტალებსა თუ ინსტრუქციებს სწორედ Qari Electric-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით, ამ ბმულებიდან კი Android-სა და iOS-ზე აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ.
კომენტარები