ახალი ფუნქციიდან გამომდინარე შეერთებულ შტატებში მომხმარებლებს შეუძლია 1 დოლარის შემოწირულობით ხე დარგოს. ამისთვის მათ ეს Alexa-ს უნდა უთხრან: "Alexa, გაზარდე ხე". ამის შესახებ ინფორმაციას Amazon ავრცელებს. მეტიც, შემომწირველებს შეეძლებათ თვალყური ადევნონ რამდენი ხე დარგეს მათ Amazon Pay ანგარიშზე და როგორ მიმდინარეობს პროცესი.

ამაზონმა ასევე განაცხადა, რომ ის 1 მილიონ დოლარს გადასცემს გარემოსდაცვით საქველმოქმედო ორგანიზაცია One Tree Planted-ს, რომელთანაც ის თანამშრომლობს. ფული თავდაპირველად მოხმარდება ოთხ სხვადასხვა პროექტს აშშ-სა და ინდოეთში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხეები, რომლებიც ინდოეთში დაირგვება შიმშილის დაძლევაში, ეკონომიკის გაძლიერებასა და კლიმატის ცვლილებების მხრივ იქნება მნიშვნელოვანი.

შესაბამისად, სულ რაღაც ერთ დოლარად და ალექსასთვის რამდენიმე სიტყვის თქმით, ადამიანები ხეების დარგვას შეუწყობენ ხელს. და ყოველი შემთხვევისთვის, ხმოვანი ასისტენტი თქვენი ბრძანების შემდეგ ხეს თავად არ დარგავს. . . ოღონდ ეს ჯერ, ვნახოთ რა იქნება შემდეგი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.