მეცნიერებმა აღმოაჩინეს დინოზავრი, რომელიც ასტეროიდის ჩამოვარდნის მომენტში დაიღუპა
მეცნიერები თვლიან, რომ მათ მიეცათ არაჩვეულებრივი საშუალება "დინოზავრების ბოლო დღის შესასწავლად", მას შემდეგ, რაც მათ აღმოაჩინეს ცხოველის ნამარხი, რომელიც, სწორედ ასტეროიდის ჩამოვარდნის დღეს დაიღუპა.
შესანიშნავად შემონახული ფეხი, რომელიც მოიცავს ცხოველის კანის ნარჩენებსაც კი, შეიძლება ზუსტად დათარიღდეს იმ დროით, როდესაც დინოზავრების გადაშენების გამომწვევი ასტეროიდი ჩამოვარდა. საუბარია 66 მილიონი წლის წინანდელ მოვლენებზე.
მანჩესტერის უნივერსიტეტის ბუნების ისტორიის პროფესორმა ფილიპ მენინგმა BBC-ის განუცხადა, რომ ჩრდილოეთ დაკოტაში ტანისის გათხრების ადგილზე აღმოაჩინეს თეველოზავრის ფეხი.
"ეს ჩემი კარიერული ოცნებაა, შევხებოდი ასეთ უძველეს და ამასთან ასე კარგად შემონახულ ნიმუშს“, — თქვა მენინგმა.
გათხრა გადაიღეს BBC-ის დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც დინოზავრებზეა: ეს იქნება გადაცემა სახელად "ბოლო დღე სერ დევიდ ატენბორუსთან ერთად", რა დროსაც ანტენბოუ ნამარხის აღმოჩენას განიხილავს.
"როდესაც სერ დევიდმა შეხედა ფეხს, მან გაიღიმა და თქვა, რომ ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ნამარხია და მე დავთანხმდი", — თქვა მენინგმა.
მენინგმა ისიც აღნიშნა, რომ ჯგუფმა აღმოაჩინა თევზის ნაშთებიც, რომელზეც ასევე დიდი გავლენა იქონია ასტეროიდის დარტყმამ.
რობერტ დეპალმა, რომელიც ხელმძღვანელობს ტანისის გათხრებს, თქვა: "ჩვენ გვაქვს ბევრი დეტალი ამ მოვლენაზე, რაც გვეუბნება, თუ რა მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები ასტეროიდის შეჯახების შემდეგ. უყურებ კლდის სვეტს, უყურებ აქაურ ნამარხებს და ისინი ყველაფერს გეუბნებიან იმ დღეზე".
BBC იტყობინება, რომ ჯგუფმა ასევე იპოვა კუს გაქვავებული ნაშთები და პატარა ძუძუმწოვრების ნამარხები, რომლებიც მეცნიერთა აზრით შეიძლება ასტეროიდის დარტყმისგან შემორჩენილი ფრაგმენტებია.
კომენტარები