NASA-ში უცხოპლანეტელებისთვის ახალი "შეტყობინება შეიმუშავეს"
მეცნიერები დიდი ხანია უცხო ცივილიზაციებისთვის შეტყობინების გაგზავნას ცდილობენ, მაგრამ რამდენადაც ვიცით, მათ ჯერ კიდევ არ უპასუხიათ. მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც არ ვნებდებით.
ახლა, Scientific American იტყობინება, რომ მკვლევრებმა შექმნეს ახალი გზავნილი უცხო ცივილიზაციებისთვის. შეტყობინება, სახელწოდებით Beacon in the Galaxy (BITG), შეიმუშავეს NASA-ს მეცნიერმა ჯონათან ჯიანმა და მისმა კოლეგებმა.
"განახლებული, ორობითი კოდირებული შეტყობინება შემუშავდა ირმის ნახტომის გალაქტიკაში არამიწიერი ინტელექტისთვის გასაგზავნად. შეტყობინება მოიცავს ძირითად მათემატიკისა და ფიზიკის ცნებებს კომუნიკაციის უნივერსალური საშუალების დასამკვიდრებლად", — აღნიშნა კვლევის ავტორმა.
შეტყობინება ასევე მოიცავს ორი ადამიანის გრაფიკას, ანატომიურ ცნობებს და დნმ-ს.
შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად შევძლებთ მსგავსი შეტყობინებების უცხო ცივილიზაციამდე მიტანას, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მიზანი იმდენად მნიშვნელოვანია რომ მცდელობები ამად ღირს.
კომენტარები