საგანგაშო სტატისტიკა — ჩვენს ორგანიზმში ყოველკვირეულად უამრავი მიკროპლასტმასა ხვდება
მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმში ყოველკვირა საშუალოდ 5 გრამი პლასტმასა ხვდება. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Exposure and Health გამოქვეყნდა.
ასევე, იხილეთ: ჩვენს სისხლძარღვებში უკვე პლასტმასის ნაწილაკებიც ჩქეფს — მართლა
საუბარია პლასტმასის მიკრო და ნანონაწილაკებზე (MNP). პირველი მათგანის ზომა 0.001-დან 5 მილიმეტრამდე მერყეობს და ზოგჯერ ისინი შეუიარაღებელი თვალისთვისაც უხილავია. მეორე კი 0.001 მილიმეტრზე მცირე ზომისაა.
ეს პლასტიკური მატერია ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სხვადასხვა გზით ჩაედინება. მაგალითად, თუ დღეში რეკომენდებულ 1.5-დან 2 ლიტრამდე წყალს პლასტმასის ბოთლიდან სვამთ, ამით წელიწადში დაახლოებით 90 000 მსგავს ნაწილაკს იღებთ. ონკანის წყლის სმის შემთხვევაში, აღნიშნული რაოდენობა 50 000-ით მცირდება, ანუ ნახევარზე მეტით.
მკვლევრები აცხადებენ, რომ ამას ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესება და უკვე არსებული დაავადებების გამწვავება შეუძლია.
"საჭმლის მომნელებელი ჯანსაღი სისტემა ამ რისკს უმკლავდება, თუმცა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადგილობრივი ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას ახლავს თან, MNP-ის მიმართ მოწყვლადს გვხდის", — ამბობენ ავტორები.
სპეციალისტებს სურთ, რომ ამ საკითხს საზოგადოებისა და კოლეგების მხრიდან მეტი ყურადღება დაეთმოს, რათა უკეთ გავიგოთ, კონკრეტულად რა საფრთხეს გვიქმნის მიკროპლასტმასა. ასევე, გავარკვიოთ, რა არის მისი უმთავრესი წყარო.
კომენტარები