უკრაინის მთავრობის განცხადებით, რუსულმა სამხედრო ძალებმა გაძარცვეს და გაანადგურეს ლაბორატორია, რომელშიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში რადიაციის დონეებს მეთვალყურეობდნენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მართალია, სადგურში არცერთი რეაქტორი აღარ მუშაობს, თუმცა ადგილზე ბირთვული ნარჩენები კვლავაც გვხვდება. მათი ნიმუშები არასტაბილურ ატომებს შეიცავს, რომლებიც შესაძლოა, რადიოაქტიურად ისევ დაიშალოს და რადიაცია გამოასხივოს. შესაძლოა, ამის მეთვალყურეობის გარეშე ექსპერტებმა შესაძლო ბირთვული დაშლა ვერ შენიშნონ, რაც დაბინძურების გამძაფრების გარკვეულ რისკებთან ასოცირდება.

ასევე იხილეთ: როგორ გადავურჩით საშინელებათა ფილმის სცენარს — ჩერნობილი დენით და დენის გარეშე

ლაბორატორია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაწესებულება, რადიოაქტიურ ნარჩენთა ნიმუშების შესასწავლად გამოიყენებოდა. გადმოცემის თანახმად, ზოგიერთი ამგვარი სინჯი რუსმა სამხედროებმა გაიტანეს. უკრაინის მთავრობა იმედოვნებს, რომ ამით "რუსეთი თავს ავნებს და არა ცივილიზებულ სამყაროს".

მანამდე 7 ცალკეული ხანძარი გაჩნდა ჩერნობილის აკრძალულ ზონაში, რომელიც სადგურის გარშემო 2.59 კვადრატულ კილომეტრზე არსებულ ხშირ ტყეს მოიცავს. უკრაინის მთავრობის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებას თუ დავეყრდნობით, რუსული სამხედროები მათ ჩაქრობას ხელს უშლიდნენ.

საგულისხმოა ისიც, რომ ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რამდენიმე კვირის განმავლობაში სასიკვდილო საფრთხის ქვეშ მუშაობდნენ. მათი უმრავლესობა ახლახან გაათავისუფლეს, თუმცა 13-მა წევრმა საკუთარი მოვალეობებისაგან თავის არიდებაზე უარი განაცხადა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, 1986 მომხდარი კატასტროფის მსგავსი მოვლენა ვიხილოთ, თუმცა სიტუაცია კვლავაც საყურადღებოა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.