რუსეთის კოსმოსური სააგენტო სტრატეგიას ცვლის და ახლა დახმარებას NASA-ს სთხოვს
როგორც ჩანს, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი თავის სტრატეგიას ცვლის.
დიმიტრი როგოზინმა, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს როსკოსმოსის გენერალურმა დირექტორმა, მიმართა NASA-ს დახმარებისთვის, მას შემდეგ რაც მის სამშობლოზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სანქციები ამოქმედდა. უცნაურია, რომ ეს გზავნილი როგოზინისგან მოდის მას შემდეგ, რაც პრო პუტინურ და ანტი-ამერიკულ პროპაგანდას ეწეოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ცალკე საკითხია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის მიმართ მუქარებზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ასევე: რუსული მედია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის "დაშლის შესახებ" უცნაურ ვიდეოს ავრცელებს
"როსკოსმოსი უგზავნის წერილობით მიმართვებს NASA-ს, კანადის კოსმოსურ სააგენტოსა და ევროპის კოსმოსურ სააგენტოს ჩვენი საწარმოების მიმართ უკანონო სანქციების მოხსნის მოთხოვნით“, — დაწერა როგოზინმა შაბათს რუსულ ენაზე.
მან დაამატა, რომ ეს ISS-ის ინტერესებშია, რომელსაც, აღსანიშნავია, რომ ის ცოტა ხნის წინ განადგურებით დაემუქრა.
ასევე: რუსეთის აგრესია, შესაძლოა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც აისახოს
როგორც ჩანს, ეს რუსეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ სტრატეგიის ცვლილებად უნდა აღვიქვათ. ეს კი ნიშნავს, რომ როგოზინზე და რუსეთის კოსმოსურ სააგენტოებზე სანქციები უკვე მოქმედებს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, როსკოსმოსი იქამდეც კი წავიდა, რომ თავის თანამშრომლებს აუკრძალა საზღვარგარეთ გამგზავრება, იმის შიშით, რომ რუსეთიდან გაიქცევიან.
ასევე: გავრცელებული ინფორმაციით, როსკოსმოსი თანამშრომლებს საზღვარგარეთ მოგზაურობას უკრძალავს
თუმცა, როგოზინის ეს ბოლო განცხადება მის მკაცრ ტონში ბზარის გაჩენაზე მეტყველებს. ფაქტია, რომ პუტინის შეჭრა უკრაინაში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებსაც.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები