ეს ნეირონული ქსელი კოშმარული ჯამბაზების უსასრულო ილუსტრაციებს ქმნის
Artificial Nightmares-ის Youtube არხზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ნეირონული ქსელით შექმნილ, ჯამბაზებით შთაგონებულ საზარელ ილუსტრაციებს ვხედავთ. ვიდეო კარგ მაგალითს წარმოადგენს იმ სიურრეალისტური სურათებისა, რომელთა შექმნაც ნეირონულ ქსელს რეალურ სურათებზე დაფუძნებით შეუძლია. ამ შემთხვევაში, ილუსტრაციების შექმნამდე, ქსელი რეალური ჯამბაზების ფოტოებით იწვრთნებოდა.
აღწერის მიხედვით, ამ შინაარსის შესაქმნელად მანქანური დასწავლის სამი ალგორითმი — VQGAN, CLIP და Rife-RealESRGAN გამოიყენეს, რომელთაგან თითოეული ილუსტრაციებს ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე აგენერირებს.
ჯამბაზებს რომ თავი დავანებოთ, გასაოცარია იმის დანახვა, თუ რამდენად დაიხვეწა ნეირონული ქსელი ამ წლების განმავლობაში. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ქსელების დიდ ნაწილს საზარელი ტექსტური თუ ვიზუალური მასალის გენერირება შეუძლია ყველაფრისგან, დაწყებული სიმფსონების პერსონაჟებით, Buzzfeed-ის სათაურებით გაგრძელებული და პორნოგრაფიით დასრულებული.
ეს ყველაფერი პროვოკაციულ კითხვებს წარმოშობს იმის შესახებ, თუ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რამდენად გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის წვლილი იმ ინფორმაციის გენერირებაში, რომელსაც ყოველდღიურად ვეცნობით.
კომენტარები