გაიცანით The Punisher — უკრაინელების მიერ შექმნილი დრონი რუსეთის წინააღმდეგ
Business Insider-ის უწყებით, უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიასთან საბრძოლველად პატარა, მარჯვე დრონს იყენებს. იგი კომპანიას UA Dynamics ეკუთვნის, რომელიც ყირიმის ანექსიის დროს რუსების წინააღმდეგ მებრძოლმა უკრაინელმა ვეტერანებმა დააფუძნეს. მცირე ზომიდან გამომდინარე, მას შორ მანძილზე შეუმჩნევლად გადაადგილება და რუსეთის ჯარებზე თავდასხმა შეუძლია.
ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ The Punisher — "დამსჯელი" დრონები ამჟამინდელი კონფლიქტისათვის დაიქირავა. დრონს 2.3-მეტრიანი ფრთათაშორისი განი აქვს, დაახლოებით 400 მეტრ სიმაღლეზე ფრენისას კი რამდენიმე საათის განმავლობაში ძლებს. იგი მეტწილად ავტომატურად დაფრინავს, რადგან ფუნქციის შესასრულებლად მხოლოდ და მხოლოდ სამიზნეს კოორდინატების მითითება სჭირდება. მოწყობილობა უკრაინელებს საშუალებას აძლევს, რუსების რაზმებს თავს ქვეითი ჯარის რისკის გარეშე დაესხან.
ასევე იხილეთ: როგორ მუშაობს ბაირაქტარი — უკრაინის ქირურგიული სიზუსტის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ
აფრენის შემდეგ დრონს კომპანიონი დრონი Spectre სჭირდება, რომელიც დაზვერვას აწარმოებს და The Punisher-ს უძრავი სამიზნეების ამოცნობაში ეხმარება. ამ უკანასკნელს შეუძლია, დაახლოებით სამი კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერების მარაგი ერთ ჯერზე ანდა სამ სხვადასხვა სამიზნეს ესროლოს.
მისი გამოყენების შესახებ ზოგიერთი დეტალი გასაიდუმლოებული რჩება, თუმცა, Business Insider-ის ცნობით, ამ დროსათვის The Punisher-მა ამჟამინდელ კონფლიქტში 60-ზე მეტი წარმატებული მისია განახორციელა.
კომენტარები